Belive

ბორჯღალოსნები ვოლაბებთან ბრძოლისათვის მზად არიან

4 წლის წინ რაგბი
4 წთ
11 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, გავლენიანი ავსტრალიური სარაგბო პორტალი rugby.com.au ბორჯღალოსან სოსო მათიაშვილთან და მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს აქვეყნებს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ფულბეკის მტკიცებით, ბორჯღალოსნები ვოლაბებთან ბრძოლისათვის მზად არიან. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიზიკურად ძლიერი გუნდის რეპუტაციით სარგებლობს. საქართველომ საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია სპორტის საბრძოლო სახეობებშიც, რაზეც თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. კითხვაზე, თუ რატომ გრძნობენ ქართველები სპორტის სხვადასხვა საბრძოლო სახეობებში თავს კომფორტულად სოსო მათიაშვილი პასუხობს, რომ ქართველები მებრძოლებად არიან დაბადებული. "ვფიქრობ, უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ საქართველოს მთელი ისტორია ბრძოლას უკავშირდება." "სწორედ ამიტომ ვართ ძლიერები შერკინებაში. ჩვენ გვიყვარს ჭიდაობა, ბრძოლა და ბრძოლაში გამარჯვება. ვიმედოვნებ, რომ თამაშის დროს ამ კომპონენტში დომინანტები ვიქნებით და თუ შევძლებთ ამ კომპონენტში დომინირებას ჩვენ თამაშის მოგების საკმაოდ კარგი შესაძლებლობა გვექნება.
Untitled
მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ბორჯღალოსანთა მატჩის შედეგს შერკინება განაპირობებს - მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი აღნიშნავს, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თამაშში სხვა ელემენტებიც უხვადაა დამატებული. "ჩვენ ცნობილი ვართ, როგორც ნაკრები, რომელიც საკმაოდ კარგად იბრძვის დაცვაში. ვფიქრობ როგორც გუნდი თქვენთვის კარგად ცნობილი ვართ. ჩვენი ქვეყნის ისტორია გადარჩენისათვის ბრძოლას და თავდაცვას უკავშირდება." "როდესაც მოედანზე ჩვენი შესაძლებლობების წარმოჩინება გვიწევს, ბრძოლის სწორედ ამ მეთოდს ვაჩვენებთ ყველაზე უკეთ. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში შევძელით და ჩვენს თამაშში ბურთის გაცილებით უფრო სიღრმიდან გამოყენების შესაძლებლობა დავამკვიდრეთ." "ურუგვაისთან მატჩის დროს, ეს არაერთ ეპიზოდში დაინახეთ. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი თამაშის ის ასპექტი, რომლის განვითარება და რაც შეიძლება ხშირად გამოყენება დავისახეთ მიზნათ", - აღნიშნა მილტონ ჰეიგმა. იმ შემთხვევაში თუ ქართველი მორაგბეები მიზნის მიღწევას ვერ შეძლებენ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი მათთვის დიდ იმედგაცრუებად იქცევა. ვოლაბებთან მარცხის შემთხვევაში, მსოფლიო თასზე საქართველო 3 მარცხის საპირწონედ მხოლოდ 1 მოგებას დააგროვებს - 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასთან შედარებით ერთით ნაკლებ მოგებას. ჰეიგი, რომელიც მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში მოღვაწეობას ასრულებს მიიჩნევს, რომ 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასთან შედარებით, რეზულტატის მხრივ შესაძლოა ბორჯღალოსნებმა იგივე შედეგი ვერ გაიმეორეს მაგრამ თამაშის ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესეს. "შორეულ პერსპექტივაში საკუთარი თვისგან გაცილებით უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა. 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ ეს მოლოდინი ბუნებრივი იყო." "ჩვენ გვინდოდა, რომ 2015 წელს მიღწეული შედეგი გაგვეუმჯობესებინა." "როდესაც მსგავსი დონის ტურნირზე საასპარეზოდ გამოდიხარ დარწმუნებული უნდა იყო, რომ გაქვს რეალისტური მიზნები, რომლის მისაღწევადაც მოუწოდებ შენს თანამებრძოლებს."
"როდესაც მსგავსი დონის ტურნირისთვის 3 თვიან მოსამზადებელ ბანაკში იმყოფები - უნდა გაგაჩნდეს რაღაც, რითიც მორაგბეებს გაამხნევებ. მოლოდინები და მიზნები ერთ-ერთია იმ მთავარ ფაქტორთაგან, რომლითაც მათ მოტივაციას აამაღლებ - მოუწოდებ რომ წამოდგნენ და იშრომონ თავდაუზოგავად და გააკეთონ საკუთარი საქმე." "როგორ შევაფასებ ტურნირზე ასპარეზობას? შორეულ პერსპექტივაში ჩვენ ვერ შევძელით იმ რეზულტატის დაფიქსირება, რომელიც გვსურდა - მაგრამ გავაუმჯობესეთ თუ არა ჩვენი თამაში?" "სტატისტიკა მეტყველებს რომ შევძელით გაუმჯობესება. ჩვენ შევძელით უფრო მეტი ლელოს დადება, შევძელით დაცვაში უკეთესი თამაში. ვიქნებით თუ არა ბედნიერები? ამას ხვალ ღამე ვნახავთ", - აღნიშნა მილტონ ჰეიგმა.

სხვა სტატიები