ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში და მატჩისწინა კომენტარები

რამდენიმე წუთის წინ ოსაკაში – “ჰანაზონოს სტადიონზე” ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში გაიმართა, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფიჯისთან მატჩამდე ბოლო მომზადება გაიარა.

ვარჯიშის შემდეგ კი მატჩისწინა პრესკონფერენცია შედგა, სადაც საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა თავკაცმა – მილტონ ჰეიგმა, ბურჯმა – ლევან ჩილაჩავამ და კაპიტანმა – მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს და ფიჯისთან გასამართ მატჩზე მცირე კომენტარები გააკეთეს.

მერაბ შარიქაძე: “ყველას კარგად მოეხსენება ფიჯის უკანა ხაზის სიძლიერის შესახებ, ისინი ინდივიდუალურად ამ მსოფლიო თასზე ერთ-ერთი საუკეთესოები არიან, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პირველივე წუთიდანვე კუნძულელებს თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ. ფიჯელებთან არაფერი არ გამოვა თუ ბურთს არ მოვუფრთხილდებით, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ბურთთან მოფრთხილება იქნება. მინდა ვისარგებლო მომენტით და დიდი მადლობა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს, მათ ყველაფერი გაიღეს იმისთვის, რომ მე ფიჯისთან მეთამაშა და ეს გამოუვიდათ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სათამაშოდ მზად ვარ.”

ლევან ჩილაჩავა: “დავეთანხმები ბუკას, ფიჯის ბურთი არ უნდა მივცეთ და პირველივე წუთიდან ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. მაქსიმალურად კარგად უნდა გამოვიყენოთ შერკინებები და დერეფნები, თუ ეს ყველაფერი გამოგვივა წარმატება გარდაუვალი იქნება.”

 

(1119)

ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში და მატჩისწინა კომენტარები

სტატიის ავტორი
-