Belive

"ბორჯღალოსნების" კიდევ ერთი სუპერტესტი - ნოემბერში საფრანგეთს შევხვდებით!

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა ინფორმაცია რომლის მიხედვითაც 2020 წელს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი სერიოზული ტესტ-მატჩი ელის. 7 ნოემბერს ჩვენი გუნდი სენტ-ეტიენში საფრანგეთს დაუპირისპირდება. ეს უკვე მეორე დადასტურებული ტესტ-მატჩია 2020 წლისთვის სადაც "ბორჯღალოსნები" პირველი დონის ნაკრებს უპირისპირდებიან, შეგახსენებთ რომ 18 ივლისს სტუმრად მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს, სამხრეთ აფრიკელებს ვხვდებით. საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებები ბოლოს ერთმანეთს 2007 წლის მსოფლიო თასზე, მარსელში შეხვდნენ, მაშინ ფრანგებმა 64:7 გვაჯობეს, ერთადერთი ლელო კი ზვიად მაისურაძემ დადო. ფოტო: World Rugby

სხვა სტატიები