Belive

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
15 აგვისტოს, თბილისი მერიოტში რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა რიგგარეშე საერთო კრება გაიმართა, რომელსაც 39 კლუბის წარმომადგენელი დაესწრო. სხდომა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ გახსნა, რომელმაც პირველ რიგში პოზიტიური სიახლე გაავრცელა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. იოსებ ტყემალაძის სიტყვებს რაგბის ნაკრების პრეს-სამსახური ავრცელებს. მისი თქმით, ბორჯღალოსნების თავკაცი თავს უკეთ გრძნობს და უკვე პირადად შეძლო კომუნიკაცია, უახლოეს პერიოდში კი, ექიმები მისი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ვარაუდობენ. მაისაშვილი ივლისში კორონავირუსით მაშინ დაინფიცირდა, როდესაც ის ნაკრებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში, ტესტ მატჩის ჩასატარებლად იმყოფებოდა და მას შემდეგ ადგილობრივ კლინიკაში იმყოფება.  

სხვა სტატიები