Belive

ბორჯღალოსნების მწვრთნელი ზელანდიური სარაგბო კლუბის შერკინებას გაწვრთნის

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შერკინების მწვრთნელი - პოლ ტიტო, ახალ ზელანდიური "ბლუსის" ფორვარდებს გაწვრთნის. პოლ ტიტოს ასისტენტ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ, "ბლუსმა" ოფიციალური განცხადება გააკეთა.

44 წლის სპეციალისტი, "ბლუსს" სუპერ რაგბის 2023 წლის სეზონში წარმატების მიღწევაში დაეხმარება, სეზონის დასრულების შემდეგ, კი კვლავ საქართველოში დაბრუნდება, რათა "ბორჯღალოსნების" შერკინება 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის მოამზადოს.

"ბლუსმა" სუპერ რაგბის ჩემპიონობა უკანასკნელად 19 წლის წინ იზეიმა - მაშინ, როდესაც ტურნირი სუპერ 12-ის სახელწოდებით იყო ცნობილი. "სუპერ 12"-ის მოგება "ბლუსმა" სამჯერ (1996, 1997, 2003) შეძლო, ხოლო 2021 წელს, სუპერ რაგბის ტრანს-ტასმანიური ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ერთ-ერთ ავტორიტეტულ ახალ ზელანდიურ გამოცემაში, პოლ ტიტოს ვრცელი ინტერვიუ განთავსდა, სადაც ზელანდიელი სპეციალისტი საქართველოში გატარებულ პერიოდზეც საუბრობს და "ბორჯღალოსნებთან" ერთად, იტალიისა და უელსის დამარცხებას ეხმაურება.

"უელსში ჩასვლა და ჩემთვის ერთ-ერთ გამორჩეულ სტადიონზე მოპოვებული გამარჯვება, უდიდესი პრივილეგიაა. "პრინსიპალიტიზე" მოპოვებული გამარჯვება დიდხანს მემახსოვრება. ყოველთვის, როდესაც ქართველები ეროვნული ნაკრების კვართს ირგებენ, უდიდესი სიამაყე და ვნება ეუფლებათ. უდიდესი პრივილეგია იყო თბილისში ყოფნა - ეს სპეციალური და აღმაფრთოვანებელი ადგილია", - პოლ ტიტო.

სხვა სტატიები