Belive

ბორჯღალოსნებმა იტალიას რეიტინგში გადაუსწრეს - დიდი ცვლილებები მსოფლიო რეიტინგში

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
რაგბის საზაფხულო ტესტ-მატჩები დასკვნით ფაზაში შედის. შაბათ-კვირას (9-10 ივლისს) ტესტ-მატჩები გაიმართა, ხოლო დღეს, ორშაბათს კი მსოფლიო რეიტინგი განახლდა, სადაც შემდეგი სურათი დაგვხვდა: მსოფლიო რეიტინგის სათავეშია საფრანგეთის ნაკრები 89.41 ქულით. მსოფლიო რეიტინგის მე-2 ადგილს ირლანდია იკავებს, რომელთაც შაბათს, ახალი ზელანდიის ნაკრები 12:23 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით “სამყურებმა” 1.54 სარეიტინგო ქულა მოიპოვეს და მეოთხე პოზიციიდან მეორეზე აღზევდნენ. მსოფლიო რეიტინგის პირველი ადგილიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა სამხრეთ აფრიკამ, რომელსაც ახლა 88.61 სარეიტინგო ქულა აქვს. მეორე ადგილიდან მეოთხე ადგილზე დაქვეითდა "ოლ ბლექსი", რომელსაც ახლა 88.17 სარეიტინგო ქულა აქვს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, “ბორჯღალოსნები” მსოფლიო რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდნენ, ეს აღზევება მხოლოდ გამოიწვია, "ბათუმი არენაზე" ისტორიულმა გამარჯვებამ, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იტალიის ნაკრები 28:19 დაამარცხა. ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" 0.73 სარეიტინგო ქულა მოიპოვეს. ახლა “ბორჯღალოსნები” 74.51 სარეიტინგო ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფებიან, იტალიელები კი 73.29 სარეიტინგო ქულით მე-14 პოზიციაზე გაქვეითდნენ.
სტატიაში გამოყენებული საქართველოს ნაკრების ფოტოს ავტორია – ლევან ვერძეული. 

სხვა სტატიები