Belive

ბორჯღალოსნებს სიამოვნებით ვეთამაშებით | ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები Vs. საქართველო

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების რიგებში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, შესაძლოა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისა და "ბორჯღალოსნების" მეორე ტესტ-მატჩი ჩაიშალოს. პრევენციის მიზნით, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა, ორშაბათს გასამართი "ბოკეს" ვარჯიში გააუქმა - სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იზოლაციაში გადავიდა. ჩაშლის პირასაა, "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომებისა" და "ბულსის" ტესტ-მატჩიც. მიზეზი ანალოგიურია - აფრიკული "ბულსის" რიგებში კორონავირუსი მძვინვარებს. ტესტ-მატჩების ჩაშლის საფრთხიდან გამომდინარე, "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების" ასისტენტმა მწვრთნელმა - სტივ ტენდიმ, აღნიშნა, რომ ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში, "ლომებისა" და "ბორჯღალოსნების" ტესტ-მატჩს სიამოვნებით იხილავს.
"კოვიდ პანდემიის პირობებში ყველაფერი შესაძლებელია. დანამდვილებით არაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში, თუ ჩვენი ტესტ-მატჩები ჩაიშლება საქართველოს სიამოვნებით დავუპირისპირდებით. ჩვენთვისაც და მოწინააღმდეგე მხარისთვისაც შესანიშავი შესაძლებლობა იქნება", - აღნიშნა სტივ ტენდიმ. 
შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" ბრწყინვალედ წარმოაჩინეს თავი. მატჩის 35-ე წუთისათვის სამხრეთ აფრიკა საქართველოსთან 5:9 მარცხდებოდა, თუმცა "ბოკეს" მორაგბეებმა მატჩში გარდატეხის შეტანა შეძლეს და მატჩი მათი გამარჯვებით, ანგარიშით 40:9 დასრულდა.

სხვა სტატიები