Belive

ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ სამხრეთ აფრიკას შესაძლოა 2 ვარსკვლავი გამოაკლდეს

2 წლის წინ რაგბი
2 წთ

ზაფხულის ტესტ-მატჩებზე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - სამხრეთ აფრიკა საქართველოს ორჯერ დაუპირისპირდება. "სპრინგბოქსისა" და "ბორჯღალოსნების" დაპირისპირება 3 და 10 ივლისს გაიმართება. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" და "ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან" შესაძლოა ორი ლიდერი გამოაკლდეს. დამიან დე ალენდესა და არ ჯეი სნიმანს მრავლობითი დამწვრობები აქვთ, რის გამოც ნაკრებისაგან განცალკევებით, ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო კურსს გადიან. "მანსტერის" ოთხმა მორაგბემ, სამხრეთ აფრიკაში დაბადებულმა ირლანდიელმა სი ჯეი სტანდერმა, დამიან დე ალენდემ, არ ჯეი სნიმანმა და ინგლისელმა მაიკ ჰეილიმ გართობა და პიკნიკზე გასვლა გადაწყვიტეს, რა დროსაც შემთხვევით საწვავით სავსე ავზი აუფეთქდათ. სამხრეთ აფრიკული და ირლანდიული მედია საშუალებების მტკიცებით, დე ალენდესა და სნიმანს ხელების გარდა, ფეხები და სახე აქვთ დამწვარი. სამხრეთ აფრიკელ მორაგბეებს სპეციალური სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევთ, რის გამოც ნაკრებს გამოეთიშნენ. ამ წუთისათვის უცნობია, როდის შეძლებენ დე ალენდე და სნიმანი მოედანზე დაბრუნებას.

სხვა სტატიები