Belive

ბრივის ღირსებას კიდევ ერთი ქართველი დაიცავს

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
საფრანგეთის Pro D2-ის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ კლუბს კიდევ ერთი ქართველი შეუერთდა. გავრცელებული ინფორმაციით, "ბრივმა" ვანო კაკრაძეს 2 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ახალგაზრდა ქართველმა ჰუკერმა, რომელიც 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისათვის ემზადება ბორჯღალოსანთა შემადგენლობაშიც შეძლო კეპის მოხვეჭა. "ბრივის" ღირსებას ვასილ ლობჟანიძე, ოთია გიორგაძე, ლუკა გოგინავა, კარლენ ასიეშვილი და სოსო ბეკოშვილი იცავენ. ცოტა ხნის წინ, "ბირვმა" თედო აბჟანდაძესთანაც გააფორმა კონტრაქტი, ახლა კი ვანო კარკაძე შეუერთდა გუნდს.
60441565_2447964695236880_7047286784291504128_n
აღნიშნულთან დაკავშირებით Live.ge ვანო კარკაძეს დაუკავშირდა. ჩვენთან საუბარში ახალგაზრდა ქართველმა ჰუკერმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა "ორიაკს" და "ბრივში" გადასვლის შესახებ ისაუბრა. "პირველ რიგში მადლობას ვუხდი "ორიაკს" Pro D2-ში თამაშის შესაძლებლობის მოცემისათვის. "ბრივიდან" მივიღე შემოთავაზება. უფრო ამბიციური გუნდია და Top 14-ის საგზურისათვის იბრძვის - რა თქმა უნდა მეც მინდა უმაღლეს დონეზე თამაში, ამიტომაც სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას", - აღნიშნა ვანო კარკაძემ.

სხვა სტატიები