Belive

"ბრწყინვალე მოთამაშე, რომელიც თანმიმდევრულად ვითარდება" - გლოსტერის მწვრთნელი კვესელაძის შესახებ

1 წლის წინ რაგბი
4 წთ
"გლოსტერის" მთავარი მწვრთნელი - ჯორკ სკივინგტონი, გიორგი კვესელაძის პროგრესის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრი ბრწყინვალე მორაგბეა, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს. "შემოდგომის ერთა თასზე", ირლანდიის წინააღმდეგ დადებული გასაოცარი ლელოს შემდეგ, გიორგი კვესელაძე "გლოსტერს" შეუერთდა. იმ დროისათვის 23 წლის კვესელაძე, "არმაზის" ღირსებას იცავდა, თუმცა ირლანდიის წინააღმდეგ დადებულმა გამაოგნებელმა ლელომ, კვესელაძე ბრიტანული რაგბის ტიტანებს დააკავშირა. ქართველი ცენტრის ლელოს ლეგენდარული ირლანდიელი მორაგბე ბრაიან ო'დრისკოლი გამოეხმაურა, რომელმაც Twitter-ზე განთავსებულ პოსტში, ევროპულ სარაგბო კლუბებს კვესელაძის შეძენა ურჩია.

ლეგენდარული ბრაიან ო’დრისკოლი გიორგი კვესელაძის ბრწყინვალე თამაშს გამოეხმაურა

ოფიციალურად: კვესელაძე გლოსტერის ღირსებას დაიცავს

წარმატებაში ის განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს – გლოსტერმა კვესელაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა "ევროპული კლუბი რომ ვიყო, რომელიც მომავალი წლისთვის ცენტრს ეძებს – შაბათს ჩატარებული თამაშის გამო, გიორგი კვესელაძეს სერიოზულად დავაკვირდებოდი. ბრწყინვალე ლელოს პარალელურად, კვესელაძემ დაცვაშიც შესანიშნავად ითამაშა. დამანგრეველი & მებრძოლი. კვესელაძე შესაძლოა მატჩის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო", - აღნიშნა ო'დრისკოლმა

Untitled
2020 წლის დეკემბერში, "გლოსტერთან" გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, გიორგი კვესელაძემ ინგლისური სარაგბო კლუბის კვართი 15 დაპირისპირებაში მოირგო და შეიძლება ითქვას, რომ მასზე გაცემულ ავანსებს ბრწყინვალედ ამართლებს. "გლოსტერის" პარალელურად, კვესელაძე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გამორჩეული წევრია - კვესელაძემ საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ ტესტ-მატჩში მიიღო მონაწილეობა და "ბორჯღალოსნებს" რაგბის მსოფლიო თასის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. როგორ აფასებს "გლოსტერი" მის პროგრესს? აღნიშნულის შესახებ პრემიერშიპის ბინადარი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა - ჯორჯ სკივინგტონმა ისაუბრა. გავლენიან სარაგბო პორტალ RUGBYPASS-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში, სკივინგტონი ქართველი ცენტრის პროგრესით კმაყოფილია და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
ჯორჯ სკივინგტონი: "გიორგი მაღალი დონის მოთამაშეა. გახსოვთ მისი ლელო ირლანდიის წინააღმდეგ? ის გასაოცარი იყო. პრემიერშიპის ინტენსიურობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოთამაშეს შეგუებისათვის პერიოდი სჭირდება, მაგრამ მან ყველაფერს ბრწყინვალედ გაართვა თავი. კვესელაძე წარმოუდგენლად ბევრს შრომობს, მუდამ ზრუნავს თამასის გაუმჯობესებაზე და სწავლობს ინგლისურ ენას. ის თავდაუზოგავად შრომობს იმისათვის, რომ ჩვენი გუნდის სრულყოფილი წევრი გახდეს - კვესელაძეს ბრწყინვალე მომავალი ელის". "კვესელაძეთა ნმიმდევრულად ვითარდება. გვინდა, წინა სეზონისგან განსხვავებით, მასთან სამუაოდ უფრო მეტი დრო გვქონდეს. ის რამდენჯერმე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, ამიტომ ჩვენთან გარკვეული დრო მოაკლდა, მაგრამ მჯერა, რომ ის ძალიან კარგი მოთამაშეა და კიდევ უფრო კარგი გახდება". "მოწინააღმდეგის დაცვის ხაზის გარღვევა, გიორგის მარტივად შეუძლია, თუმცა შემდეგ უნებლიე შეცდომას უშვებს. მთავარია, რომ დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად, ის უსწრაფესად ბრუნდება პოზიციაზე. ეს სასიამოვნოა, მაგრამ ის, რაც ჩვენ მისგან გვსურს, არის ის, რომ ეს ენერგია საჭირო დროს გამოიყენოს და სისტემაში ჩაჯდეს". "ბრისტოლის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. ბრისტოლთან და ვორსტერთან მან 12-ზე ითამაშა - ვფიქრობ, იდეალური იყო. მატჩის დასრულების შემდეგ ვესაუბრე და ვკითხე, რამდენად მოსწონდა 12-ზე თამაში. მიპასუხა, რომ მას ნამდვილად მოსწონს. მისი პროგრესი თანმიმდევრულია. როგორც უკვე გითხარით, გასულ სეზონთან შედარებით, მასთან მეტი დროის გატარება გვუსრს. გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ მტკიცედ მწამს, რომ ის იქნება ძალიან, ძალიან კარგი მოთამაშე".

სხვა სტატიები