Belive

ჩეიკას ავსტრალიის რაგბის კავშირი სრულ ნდობას უცხადებს

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
ავსტრალიის ნაკრების თავკაც მაიკლ ჩეიკას საქმიანობაზე კომენტარი გააკეთა ავსტრალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა რაელინ კასლმა. „ჩვენ დავდეთ კონტრაქტი მსოფლიო ჩემპიონატამდე და ჩვენ კონტრაქტის ერთგულები ვართ. მართალია, იგნორირებას ვერ გავუკეთებთ ბოლოდროინდელ შედეგებს, განსაკუთრებით - დაცვაში თამაშს. მაგრამ მიგვაჩნია, რომ ჩეიკას აქვს თავისი გრძელვანდიანი გეგმა და თუკი, მას მივყვებით „ვოლაბები“ ღირსეულად წარსდგებიან მსოფლიოს თასზე. ჩვენ განვიხილავთ ამ ხარვეზებს და ვიზრუნებთ, რომ ეს არ დაეტყოს ჩვენი ნაკრების იაპონიაში მისაღწევ გეგმებს.“ - განაცხადა კასლმა ბრისბენში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.