2021-2022 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, მიხეილ ნარიაშვილი ,,მონპელიეს” დატოვებს. ინფორმაციას ფრანგული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს: ,,2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც მიშა გუნდს შემოუერთდა, მონპელიეს ღირსებას ამაყად იცავს. ფრთხილი და შრომისმოყვარე, მამუკას წასვლის შემდეგ, ჩვენი ქართველების ,,მამა” გახდა. ყოველთვის ბრძოლის შუაგულში, ნარიაშვილი წლების განმავლობაში ითვლებოდა მონპელიესა და საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანეს მორაგბედ, რომელმაც […]
ბორჯღალოსანი გიორგი ცუცქირიძე კარიერას ტოპ 14-ში გააგრძელებს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ორიაკის” მესამეხაზელი – გიორგი ცუცქირიძე, კარიერას ტოპ 14-ში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ცუცქირიძე პრო დ 2-ის ბინადარ “ორიაკს” დატოვებს და “სტად ფრანსეს” შეუერთდება. 25 წლის მესამეხაზელმა “ბორჯღალოსანთა” კეპი 17 შეხვედრაში მოირგო და 3 ლელოს დადება შეძლო. ცუცქირიძე ორიაკს 2017 წელს შეუერთდა – პროფესიონალურ გუნდში კი 2018/19 წლების სეზონიდან ირიცხება. შეგანხსენებთ, […]
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში – ამაშუკელი ტოპ 14-სა და ჩემპიონთა თასის ფლეი ოფში
საუკეთესო ქართველი მსაჯი – ნიკა ამაშუკელი მორიგი გამოწვევის მისაღებად მზადაა. ქართველი არბიტრი საფრანგეთის ტოპ 14-სა და ჩემპიონთა თასის პლეი-ოფის მატჩებს განსჯის. 2 აპრილს ამაშუკელი საფრანგეთის ტოპ 14-ის 22-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას განსჯის, რომელშიც “ბორდო” “ლა როშელს” დაუპირისპირდება. 10 აპრილს ქართველი არბიტრი ჩემპიონთა თასის 1/8-ფინალში “კლერმონისა” და “ლესთერ თაიგერსის” დაპირისპირებას გაუძღვება. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე […]
მომენტი, როდესაც ორივე გუნდი გამარჯვებას აღნიშნავს | VIDEO
7 თებერვალს, ტოპ 14-ის მე-17 ტურის შეხვედრაში, “ბიარიცი” “ლა როშელს” დაუპირისპირდა. ბიარიცში გამართული დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 27:24 დასრულდა. მატჩის მიწურულს, იმ დროს, როდესაც “ბიარიცი” 20:24 მარცხდებოდა სახალისო შემთხვევა დაფიქსირდა – “ბიარიცის” სასარგებლოდ მეტოქის 5-მეტრიანში აუტი დაინიშნა, რომლის ჩაწოდების მომენტში მოედანზე ორი ბურთი აღმოჩნდა. ერთი სტუმართა მორაგბემ მოიგერია – ხოლო მეორე “ბიარიცის” ჰუკერმა დაამიწა. სასტვენის […]
ბექა გორგაძე ტოპ 14-ის თვის საუკეთესო მორაგბე გახდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “პოს” ფლანკერი – ბექა გორგაძე ტოპ 14-ის იანვრის თვის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. იანვარში, “პომ” “კლერმონისა” და “ბრივის” წინააღმდეგ დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვა – ბექა გორგაძე ორივე გამარჯვების მნიშვნელოვანი შემოქმედი გახდა. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსანმა” “კლერმონის” დალელოვებაც შეძლო. #TOP14 #JoueurduMois Votre Joueur du Mois @Paramourdurugby de janvier est Beka Gorgadze ! Il […]
გელა აფრასიძის ულამაზესი ლელო TOP 14-ში | VIDEO
დავით ნინიაშვილმა პერპინიანს ლელო დაუდო | VIDEO
2021 წლის საუკეთესო მორაგბე ქართველი დიზაინერის სამოსით
World Rugby-ს 2021 წლის საუკეთესო მორაგბე – ანტუან დუპონი, ფრანგული GQ-ს ყდაზე Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის, დემნა გვასალიას “ოტ კუტიურ კოლექციის” სამოსით წარსდგა. ცნობილი ჟურნალის თანახმად, დუპონმა საკუთარი კომფორტის ზონა დაარღვია და სპორტული სამყაროს მიღმა, საუკეთესო მოდაში შეაბიჯა. ფოტოსესიაში, ანტუან დუპონი არამარტო Balenciaga-ს, არამედ მსოფლიო მოდის წამყვანი ბრენდების სამოსით პოზირებდა. შეგახსენებთ, 2021 წლის საუკეთესო მორაგბის ტიტულისათვის […]
დავით ნინიაშვილი TOP 14-ის საოცნებო თხუთმეტეულში
შაბათს, 8 იანვარს საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-15 ტური გაიმართა, სადაც „ლიონი“ „პო“-ს დაუპირისპირდა. გამორჩეული მატჩი ჩაატარა და საფრანგეთის ჩემპიონატში სადებიუტო ლელო დადო ქართველმა უკანახაზელმა, დავით ნინიაშვილმა. ფრანგულმა გამოცემა „მიდი-ოლიმპიკმა“ ნინიაშვილი მე-15 ტურის „საოცნებო თხუთმეტეულში“ დაასახელა: „ლელოს ავტორი, 7 გაფუჭებული ბოჭვა მის წინააღმდეგ, სისწრაფე შეტევაში, მან გამოიყენა სრული არსენალი“, – წერს ფრანგული გამოცემა ქართველ უკანახაზელზე. წყარო: 1TV
მოედანზე არასდროს არაფერს ვერიდები! დავით ნინიაშვილი
2021 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, გულშემატკივართა რჩეულმა დავით ნინიაშვილმა, 8 იანვარს ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო გაიტანა. 19 წლის ბორჯღალოსანი “ლიონს” ზაფხულში შეუერთდა და მიუხედავად ასაკისა, საკუთარი თამაშით სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი გუნდის შემადგენლობაში. საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში მან “პოს” ლამაზი ლელო გაუტანა და გუნდს ბონუსით გამარჯვებაში დაეხმარა: პირველი ლელოს ტოპ 14-ში! მოედანზე საკმაოდ მშვიდად აღნიშნე, გუნდში […]
ჩილაჩავასთან “ხუმრობა” სტად ფრანსეს ჰუკერს ძვირად დაუჯდა | VIDEO
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-15 ტურის შეხვედრაში, “კასტრი” “სტად ფრანსეს” დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 15:9 დასრულდა. 54-ე წუთზე,”სტად ფრანსეს” ავსტრალიელმა ჰუკერმა – ტოლუ ლატუმ, ლევან ჩილაჩავას სახეში დაარტყა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “კასტრის” ბურჯის პასუხმა არ დააყოვნა…
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან – ხუთი ლელო საფრანგეთიდან
2022 წლის დებიუტი საფრანგეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვის ბარაქიანი აღმოჩნდა – პირველ 9 დღეში ჯამში 5 ლელო გავიდა. წელს ტოპ 14-ში უკვე ორი ტური ჩატარდა და ლელოები დავით ნინიაშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ და თორნიკე ჯალაღონიამ გაიტანეს. პრო დე2-ში მხოლოდ ერთი ტური გაიმართა და თავი ზაურ თევდორაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ გამოიჩინეს. ნინიაშვილის სადებიუტო ლელო ტოპ 14-ში 19 წლის […]