Belive

დავით კაჭარავა: "სარეაბილიტაციო პროცესი თითქმის დავასრულე"

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ცენტრმა, დავით კაჭარავამ სარეაბილიტაციო პროცესი პრაქტიკულად დაასრულა და დიდი ალბათობით ბელგიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მოედანზე გასასვლელად მზად იქნება. "მიღებული ტრავმის შემდეგ, სარეაბილიტაციო პროცესი პრაქტიკულად დავასრულე. ნაკრების ექიმებთან ერთად აქტიურად ვმუშაობ გამოჯანმრთელებაზე. ვფიქრობ, რომ რაგბის ევროპის ჩემპიონატზე დაბრუნებას და მოედანზე გასვლას თებერვლის ბოლოს შევძლებ." "რუმინეთის წინააღმდეგ უამრავი ახალგაზრდა მორაგბე გავიდა მოედანზე. საპირისპიროდ, ჩვენმა მოწინააღმდეგემ უძლიერესი შემადგენლობა დააყენა და მოსაგებად იყო განწყობილი - თუმცა ახალწვეულებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას. რაგბის ევროპის ჩემპიონატზე კონკურენტების არ ყოლა ნაკრების განვითარებას არ შეაფერხებს. შესანიშნავი ახალგაზრდა მორაგბეები გვყავს და თაობათა ცვლა უმტკივნეულოდ ჩაივლის. ახალწვეულები ნაკრების წინსვლას გააგრძელებენ",- აღნიშნა დავით კაჭარავამ.    

სხვა სტატიები