Belive

დავით ზირაქაშვილი კლერმონის შერკინების მწვრთნელად დაინიშნა

2 წლის წინ რაგბი
1 წთ

ლეგენდარული ქართველი მორაგბე - დავით ზირაქაშვილი, ფრანგული "კლერმონის" შერკინების მწვრთნელად დაინიშნა.

დავით ზირაქაშვილი "კლერმონის" ღირსებას 2004 წლიდან 2020 წლამდე იცავდა. მას ჯამში 337 მატჩი აქვს ნათამაშები და 18 ლელო აქვს დადებული. ასევე დავით ზირაქაშვილი ეროვნული ნაკრების ღირსებას 2004 წლიდან 2015 წლამდე იცავდა. მას საქართველოს ნაკრებში 53 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი ლელოთი 8-ჯერ გამოიჩინა. ლეგენდარული ქართველი მორაგბე, ახლა უკვე სამწვრთნელო საქმიანობას 2021 წლის ახალი სეზონიდან შეუდგება.

სხვა სტატიები