Belive

დახარვეზებული დოკუმენტების შესახებ იოსებ ტყემალაძე პირველ კომენტარს აკეთებს

3 წლის წინ რაგბი
2 წთ
2021 წლის 10 მარტს, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი – იოსებ ტყემალაძე იღებდა. საარჩევნო ყრილობაზე ტყემალაძემ 42 ხმა მიიღო და რაგბის კავშირის პრეზიდენტად იქნა არჩეული. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პრეზიდენტის და გამგეობის წევრების რეგისტრაციის მოთხოვნა დაახარვეზა - უარის მიზეზად რაგბის კავშირის წესდების დარღვევა დასახელდა.
“ყრილობაზე დამტკიცებული წესდების ახალი რედაქცია ვერ იქნება მიჩნეული მოქმედი კანონმდებლობისა და რეგისტრირებული წესდების მოთხოვნათა დაცვით მიღებულ დოკუმენტად, რამდენადაც წესდების ცვლილება წარმოადგენს იმ საკითხს, რაც დღის წესრიგში არ შედიოდა და რისი განხილვის უფლებაც კრებას არ ჰქონდა”, – აღნიშნულია საჯარო რეესტრის განცხადებაში.
საჯარო რეესტრის სრული განცხადება  იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, Live.ge იოსებ ტყემალაძეს დაუკავშირდა. ტყემალაძის მტკიცებით, ეს ნორმალური პროცედურაა და რეესტრი დარღვეული პროცედურების დაზუსტებას ითხოვს.
"ეს ნორმალური პროცედურაა. ამდენი დოკუმენტია შესული, მეც ეხლა გავეცანი, სულ რაღაც 20 წუთია რაც ვნახე და ნორმალური პროცედურაა. წერია რომ წესდების რეგისტრაციაზე რაღაც პროცედურაა დარღვეული და რეესტრი დაზუსტებას ითხოვს, თუ რაზე კეთდება რეგისტრაცია. საჯარო რეესტრია უნდა დაველოდოთ, უნდა მოვუსმინოთ. ხვალ იურისტები ნახავენ და გაასწორებენ. ვიმედოვნებ, სხვა არაფერი არსებობს და რეგისტრაციის პროცესს ჩვეულებრივად გავივლით", - აღნიშნა იოსებ ტყემალაძემ.

სხვა სტატიები