დიდი 10 | ახალი სეზონი 24 სექტემბერს დაიწყება

2021/2022 წლების დიდი 10-ის სეზონი წინასწარ დაანონსებულზე ორი კვირით გვიან, 24 სექტემბერს დაიწყება.

მიზეზი რა თქმა უნდა კვლავ კოვიდ-პანდემიაა, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში, სარაგბო კალენდარი არაერთხელ შეცვალა.

“მიზეზი კოვიდ-პანდემიაა, რომელთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ჩემპიონატის დაწყებამ ორი კვირით გადაიწია. დღემდე არ გვქონდა ინფორმაცია როდემდე გაგრძელდებოდა ეს შეზღუდვები და მოგვიწია კალენდარში ცვლილებების შეტანა” – განაცხადა საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა.

11 სექტემბერს ოთხი მატჩით იწყება საქართველოს პირველი ლიგა (არწივები – ხვამლი, ბორჯომი – ვეფხვები, ჭადარი – ჯიქი, ბაგრატი – არმაზი), კვირას კი პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრაა (ტაო – არმია).

“გვაქვს ცვლილებები როგორც სამედიცინო მომსახურებაში, ასევე სადისციპლინო კომისიაში და გვსურდა სიახლეები დაგვეტესტა. გარდა ამისა, 24 სექტემბერს დიდ 10-თთან ერთად იწყება რეგიონალური ლიგა და ჭაბუკთა “ა” ლიგა. ყველაფრის ერთად დაწყება სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული და ამიტომ გადაწყდა, რომ პირველ რიგში პირველი ლიგით დაგვეწყო” – დაამატა მამრიკიშვილმა.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

(10)

დიდი 10 | ახალი სეზონი 24 სექტემბერს დაიწყება

სტატიის ავტორი
-