Belive

დიდი 10 | დიდი ფინალის ბილეთები | ქუთაისი

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
30 წლის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გამოვლინდება. 12 ივნისს, 17 საათზე დიდი 10-ის დიდ ფინალში ქუთაისის "აია" "ბათუმს" ერკინება! ბილეთები დიდი ფინალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ონლაინ:  WWW.TKT.GE/DIDI10 აია არენას სალაროში:  (ყოველდღე 11:00-19:00 სთ) ბილეთის ფასი – 5 ლარი. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება!
გზა ფინალამდე
"აიამ" რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა, რითაც, როგორც პირველადგილოსანმა საკუთარ ქალაქს 30-წლიანი პაუზის შემდეგ ფინალის მასპინძლობის უფლება მოუპოვა. თავად ფინალში მოსახვედრად პლეი-ოფის ნახევარფინალში ბოლნისის "ყოჩებთან" მოუწია ბრძოლა და 31:12 მოგებით გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა. "ბათუმმა" რეგულარული გათამაშება "აიას" კვალდაკვალ, მეორე ადგილზე დაასრულა, რითაც პლეი-ოფში პირდაპირ ნახევარფინალიდან ჩაერთო და თანაც მასპინძლის რანგში. 2019 წლის ჩემპიონმა ნახევარფინალში თბილისის"‘აკადემიას" 28:13 სძლია და ტიტულს ქუთაისში დაიცავს. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები