Belive

დიდი 10 | დიდი ფინალის ბილეთები | ქუთაისი

2 წლის წინ რაგბი
3 წთ
30 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გამოვლინდება. 12 ივნისს, 17 საათზე "აია არენაზე" დიდი 10-ის დიდი ფინალი იმართება.
ბილეთები
დიდი ფინალის ბილეთების შეძენა ტრადიციულად ონლაინ და სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი.
ონლაინ:  WWW.TKT.GE/DIDI10
"აია არენას" სალაროში: 8 ივნისიდან ყოველდღე (11:00-19:00 სთ)
ბილეთის ფასი – 5 ლარი.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება!
გზა დიდ ფინალამდე
22 მაისს პლეი-ოფების პირველი ტური, მეოთხედფინალები გაიმართა, რომელშიც "აკადემიამ" "ლოკომოტივს", ხოლო "ყოჩებმა" "იუნკერებს" სძლიეს.
ნახევარფინალები ივნისს გაიმართება – 14 საათზე "ბათუმი" შინ "აკადემიას" უმასპინძლებს, ხოლო 17 საათზე ქუთაისის "აია" "ყოჩებს" მიიღებს.
შეგახსენებთ, ორმა მოწინავემ "აიამ" და "ბათუმმა" პლეი-ოფების პირველ ტურში დაისვენეს დაპირდაპირ ნახევარფინალებიდან ერთვებიან.
რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ ქუთაისელებმა გადამწყვეტი მატჩის მასპინძლობის უფლება ყოველმხრივ დაიმსახურეს:
"გამგეობის გადაწყვეტილებით, ფინალური მატჩი იმ გუნდის სტადიონზე ტარდება, რომელიც რეგულარულ პირველობას მოიგებს და ამ შემთხვევაში ეს გუნდი ქუთაისის "აიაა". ესეც რომ არა, ქუთაისს მნიშვნელოვანი სარაგბო დანიშნულება აქვს და მათ დაიმსახურეს ფინალის მასპინძლობა. ბოლო წლებში იქ არაერთი მნიშვნელოვანი თამაში ჩავატარეთ – 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, "ბორჯღალოსნების" შეხვედრები და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ფინალიც ეკუთვნოდა, მით უმეტეს, რომ ეს თამაშითაც დაიმსახურეს".
"ვულოცავ ქუთაისს ამ გადაწყვეტილებას. ქუთაისელებმა განსაკუთრებული გულშემატკივრობა იციანდა თუ "აია" გავიდა ფინალში, დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული სარაგბო ზეიმი გველოდება".
"არაორდინალური იყო წლევანდელი სეზონი. პანდემიამ და გაურკვევლობამ დიდი გავლენა იქონია განრიგზე, ცხრილზე, თავად თამაშის ხარისხზე. მიუხედავად ამისა, საკმაოდ საინტერესო ჩემპიონატი გამოვიდა და წინ გველის მთავარი – პლეი-ოფები და ფინალი. მაქვს იმედი, რომ საინტერესო და სანახაობრივ თამაშებს ვიხილავთ".
საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ნიაზ მამრიკიშვილი ყურადღებას იმ სირთულეებზე ამახვილებს, რაც გაურკვევლობამ და პანდემიამ შექმნა. ის იმედოვნებს, რომ კოვიდ-ვირუსი პლეი-ოფების მსვლელობაში არ ჩაერევა:
"ჩემი გადასახედიდან, პირველი ექვსი ადგილი სწორედ ისე განაწილდა, როგორი ძალთა თანაფარდობაც არსებობდა. ვინ რა დამალა პლეი-ოფისთვის და რა სიახლეებს შემოგვთავაზებენ გუნდები ძნელი გამოსაცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ამ ეტაპზე დასამალი აღარავის არაფერი ექნება". წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები