Belive

დიდი დაბრუნება - მამუკა გორგოძე მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებს დაეხმარება

4 წლის წინ რაგბი
2 წთ
ბოლო რამდენიმე დღეა მამუკა გორგოძის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებით მრავალი ინფორმაცია ვრცელდება. ამის შესახებ Live.ge სანდო წყაროებს დაუკავშირდა და ზუსტი ინფორმაცია გაარკვია. Live.ge-ს დადასტურებული ინფორმაციით შეგვიძლია გაცნობოთ, რომ მამუკა გორგოძე მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებს დაეხმარება. მამუკა გორგოძეს ნაკრებში დაბრუნება მხოლოდ გიორგი ცუცქირიძის ტრავმამ გადააწყვეტინა. გიორგი ცუცქირიძე "კინგსთან" თამაშისას საწყის წუთებში დაიმტვრა და მოედნიდან გაიყვანეს, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ იგი მსოფლიო თასს გამოტოვებს. დადასტურებული ინფორმაციით მამუკა გორგოძე საქართველოში არ ჩამოვა და საფრანგეთიდან პირდაპირ იაპონიაში, კერძოდ კი ტოკიოში 8 სექტემბერს ჩაფრინდება და ნაკრებს შეუერთდება. საქართველოს ნაკრები კი 6 სექტემბერს შოტლანდიას ესტუმრება და ამ მატჩის შემდეგ ნაკრები პირდაპირ იაპონიაში გადაფრინდება, სადაც მსოფლიო თასის წინა ვარჯიშებს და შეკრებას გაივლის, სწორედ იაპონიაში შეუერთდება ნაკრებს მამუკა გორგოძე. მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნება არ ნიშნავს იმას, რომ იგი ტესტ მატჩებს ითამაშებს: იგი ნაკრებში მხოლოდ მსოფლიო თასისთვის დაბრუნდება და ტოკიოში ჩვენს ნაკრებს 2-3 ხაზში მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ამ დროისთვის მხოლოდ მცირე დეტალებია შესათანხმებელი "ტულონის" წარმომადგენლებთან. ამ ფაქტს ჯერჯერობით არ გვიდასტურებს საქართველოს რაგბის კავშირი, თუმცა დიდი ალბათობით ამ ფაქტზე კომენტარს ისინი მოგვიანებით გააკეთებენ. ნაკრებში დაბრუნებამდე მამუკა გორგოძეს TOP 14-ში 2 მატჩი აქვს ჩასატარებელი და Live.ge მამუკა გორგოძეს ჯანმრთელობას და წარმატებულ გამოსვლას უსურვებს.

სხვა სტატიები