Belive

ედი ჯონსი არგენტინასთან წაგებას საკუთარ თავზე იღებს

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

ედი ჯონსი აცხადებს, რომ ის საკუთარ თავზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს, არგენტინასთან წაგებული მატჩის გამო. 51 წლის სპეციალისტი თვლის, რომ რამდენიმე მომენტში მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, რამაც საბოლოოდ გუნდზე ცუდად იმოქმედა.

ედი ჯონსი მის მორაგბეებს მოუწოდებს, რომ გათავისუფლდნენ არგენტინასთან მიღებული შოკისგან და შემდეგი თამაშებისთვის მოემზადონ. ინგლისის ნაკრების თაკვკაცი ამბობს, რომ შემოდგომის სერიის მატჩებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.

"როდესაც შენი გუნდი არ თამაშობს იმ შემართებით, რაც შენ გინდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეებს სწორად ვერ აწვდი შენს ნათქვამს. თამაშის დროს ჩვენ ვტესტავდით სხვადასხვა სტრატეგიას, მსოფლიო ჩემპიონატისთვის და არგენტინაზე კონცენტრაცია დავკარგეთ, რაც მთლიანად ჩემი ბრალია. ამ თამაშით ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი." - განაცხადა ედი ჯონსმა.

მთავარმა მწვრთნელმა სამი ცვლილება შეიტანა თავის 36-კაციან განაცხადში მომავალი მატჩისთვის. ინგლისი შაბათს იაპონიას დაუპირისპირდება, რომელსაც ედი ჯონსი 2012-დან 2015 წლამდე წვრთნიდა. საინეტერესოა, რომ გუნდს ჯეიმი ჯორჯი დაუბრუნდა. ეს ყველაფერი მოულოდნელია, რადგან ვრცელდებოდა იმფორმაცია, რომ ის მთელ შემოდგომის სერიას გამოტოვებდა. ასევე, ინგლისის თავკაცი იმედოვნებს, რომ მანუ ტუილაგი, რომელიც არგენტინასთან დაშავდა, მოედანს მალე დაუბრუნდება.

სხვა სტატიები