Belive

ედი ჯონსმა საუკეთესო თხუთმეტეული დაასახელა

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ედი ჯონსმა, მის მიერ გაწვრთნილ მორაგბეებს შორის, ყველა დროის საუკეთესო თხუთმეტეული დაასახელა. ჯონსის რჩეულთა შორის მსოფლიო რაგბის ლეგენდები მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ შთამბეჭდავი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, 60-წლის სპეციალისტმა სამი ნაკრები გაწვრთნა, რომელმაც რაგბის მსოფლიო თასის ფინალში იასპარეზა (ავსტრალია - 2003, სამხრეთ აფრიკა - 2007, ინგლისი - 2019). უკანა ხაზი: 15. ენტონი უოტსონი (ინგლისი) 14. ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა) 13. სტირლინგ მორტლოკი (ავსტრალია) 12. მანუ ტუილაგი (ინგლისი) 11. ლოტე ტუქირი (ავსტრალია) 10. ოუენ ფარელი (ინგლისი) 9. ჯორჯ გრეგანი (ავსტრალია) შერკინება: 1. მაკო ვუნიპოლა (ინგლისი) 2. ჯონ სმიტი (სამხრეთ აფრიკა) 3. კაილ სინკლერი (ინგლისი) 4. მარო იტოჯე (ინგლისი) 5. ვიქტორ მატფილდი (სამხრეთ აფრიკა) 6. შალკ ბურგერი (სამხრეთ აფრიკა) 7. ჯორჯ სმიტი (ავსტრალია) 8. ბილი ვუნიპოლა (ინგლისი)

სხვა სტატიები