Belive

ენდი რობერტსონი | "აფრასიძე ახალგაზრდა მორაგბეა, რომელმაც მატჩის მსვლელობა წარმართა"

3 წლის წინ რაგბი
2 წთ
2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. "მიხეილ მესხის" სტადიონზე გამართული მატჩი, "ბორჯღალოსანთა" გამარჯვებით, ანგარიშით 28:17 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნები" პრაქტიკულად მთელი მატჩის მანძილზე კაცნაკლული ასპარეზობდნენ, თუმცა მაინც შეძლეს რუმინეთის დამარცხება. მატჩის დასრულების შემდეგ, რუმინელი "მუხების" მთავარმა მწვრთნელმა - ენდი რობერტსონმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. რუმინელთა მთავარმა მწვრთნელმა გელა აფრასიძის ასპარეზობა განსაკუთრებით შეაქო.
"იმედგაცრუებული ვარ, საქართველოს წინააღმდეგ ქულის აღება ძალიან გვინდოდა. მატჩის რიგ ეპიზოდებში გუნდმა ეფექტურად იმოქმედა, მაგრამ მომენტების რეალიზება საჭირო დონეზე ვერ შევძელით. ისეთ მეტოქესთან, როგორიც საქართველოა 80 წუთის მანძილზე კონცენტრირება გვმართებს." "საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ქებას იმსახურებს. მათ შესანიშნავად აჩვენეს, როგორ უნდა გამოიყენო შანსები და შეტევაში ბურთს როგორ მოუფრთხილდე. ვფიქრობ, ამ კომპონენტებში "ბორჯღალოსნებს" თვალსაჩინო პროგრესი აქვთ. მათი შეტევების ტემპი და დამაგვირგვინებელი მოქმედებები, განსაკუთრებით აღსანიშნავია." "გელა აფრასიძეს პერსონალურად გამოვყოფ. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ჰყავს ძალიან ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც მატჩის მსვლელობა წარმართა. რაც შეეხება მამუკაშვილის გაძევებას - ვფიქრობ, წითელი ბარათი დაიმსახურა. იმ ეპიზოდში ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე დავკარგეთ", - აღნიშნა ენდი რობერტსონმა.

სხვა სტატიები