Belive

ეპოქალური კარიერის დასასრული | მშვიდობით ნაიჯელ

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯმა - ნაიჯელ ოუენსმა საერთაშორისო-სანაკრებო სამსაჯო კარიერა დაასრულა. ნაიჯელ ოუენსმა, რომელსაც ყველაზე მეტი სარაგბო მატჩი აქვს განსჯილი, 17-წლიანი სანაკრებო სამსაჯო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, rugbypass.com-ი ავრცელებს. "შემოდგომის ერთა თასის" ეგიდით გამართული საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება უკანასკნელი აღმოჩნდა, რომელსაც ნაიჯელ ოუენსი გაუძღვა. აღნიშნული მატჩი ოუენსის პირად აქტივში მეასე იყო და ისტორიაში "ცენტურიონის" სახელით შევიდა. აღსანიშნავია, რომ ნაიჯელ ოუენსის კარიერის პირველი მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის, 2003 წლის ტებერვალში გაიმართა. "არავის აქვს უსასრულობის ღვთაებრივი შესაძლებლობა. დგება მომენტები, როდესაც დროა რაღაც დასრულდეს - ამიტომ, სანაკრებო რაგბი ჩემთვის დასრულდა. საფრანგეთსა და იტალიას შორის გამართული მატჩი, უკანასკნელი სანაკრებო დაპირისპირება იყო. კარიერის განმავლობაში განსჯილი 100 მატჩის შემდეგ, წასვლისთვის იდეალური დროა. "2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე არ ვიქნები - არ მინდა, რომ ვიყო. იმედი მაქვს მიმდინარე და შესაძლოა მომავალ სეზონში, Pro 14-ში და უელსში გასამართ ლოკალურ მატჩებს კვლავ გავუძღვები", - აღნიშნა ნაიჯელ ოუენსმა.

სხვა სტატიები