Belive

ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ნემსაძესთან: "ნაკრები ცხოვრების ნაწილია"

5 წლის წინ რაგბი
2 წთ
ახლოვდება ნოემბრის ტესტ მატჩები, სადაც "ბორჯღალოსნები" იტალიას, სამოასა და ტონგას დაუპირისპირდებიან. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა, ტესტ მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, სადაც ნაკრების რამდენიმე ლიდერი ვერ მოხვდა. მათ შორის არის გიორგი ნემსაძე, რომელიც ტრავმასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე Live.ge-ს ესაუბრა. გამარჯობა გიორგი. დღეს, მილტონ ჰეიგმა ტესტ მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, სადაც თქვენ ვერ მოხვდით. რა არის ამის მიზეზი?  - გამარჯობა. ჯერჯერობით ტრავმა ბოლომდე ვერ მოვიშუშე. ტესტ მატჩებამდე კიდევ ორი კვირაა დარჩენილი და ვიმედოვნებ, რომ მოედანს მალე დავუბრუნდები. როგორია თქვენი, როგორც ბორჯღალოსანთა ერთ-ერთი ლიდერის მოლოდინი მოახლოვებულ ტესტ მატჩებზე? - მინდა, რომ სამივე მატჩი მოვიგოთ და რეალურად, ამისი შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს. მოედანზე მყოფთაგან თავს არავინ დაზოგავს, დარწმუნებული ვარ რომ ყველა მოინდომებს და გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ასე რომ, დაველოდოთ თამაშებს - ძალიან საინტერესო თამაშები გველის და ეს ჩვენი ბიჭებისთვის ძალიან დიდი გამოცდა იქნება. შესაძლებელია თუ არა ნაკრების შემადგენლობაში კორექტირების შეტანა? თქვენი გამოჯანმრთელების შემთხვევაში, არის თუ არა იმის შანსი, რომ ნაკრებს მომავალი სამი მატჩში დაეხმაროთ? - ტესტ მატჩამდე 2 კვირაა დარჩენილი, შემდეგ კვირაში ექიმთან ბოლო რეაბილიტაციას გავდივარ და მეცოდინება, შემეძლება თუ არა თამაში. შესაძლებლობის შემთხვევაში, მზად ვიქნები დავეხმარო ნაკრებს. მილტონ ჰეიგის და გრეჰემის გადასაწყვეტია, დამიძახებენ თუ არა მე ნაკრებში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ მექნება თამაშის შესაძლებლობის უფლება, მზად ვარ დავეხმარო ნაკრებს. როგორი განწყობაა ნაკრებში?  - ძალიან კარგი. ნაკრებში ყოველთვის კარგი განწყობაა, იქ ყველაფერი სიამოვნებას განიჭებს, ნაკრები ცხოვრების ნაწილია. Live.ge ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ნემსაძეს მალე გამოჯანმრთელებასა და ნაკრებში დაბრუნებას ვუსურვებთ.      

სხვა სტატიები