Belive

ექვსი ერისთვის ინგლისის ნაკრებში სამი გამორჩეული მოთამაშე არ გამოიძახეს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ბილი ვუნიპოლა, ექვსი ერისთვის დასახელებული 36 კაციანი განაცხადის მიღმა დარჩა.

ინგლისელთა ახალმა თავკაცმა სტივ ბორთვიკმა ნაკრებში კიდევ ორი გამოცდილი მოთამაშე არ გამოიძახა: ჯონი მეი და ჯეკ ნოუელი.

საინტერესოა, რომ ბორთვიკმა ნაკრებში 35 წლის დენ ქოულს უხმო, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ნაკრებში არ უთამაშია.

აღსანიშნავია, რომ 36 კაციდან 5 არის ისეთი მორაგბე, რომლებსაც აქამდე ნაკრებში არ უთამაშიათ. ესენი არიან "ნორთჰემპტონის" მგეზავი (10) ფინ სმიტი, "ლონდონ აირიშის" ფრთა ოლი ჰესელ-კოლინსი, "გლოსტერის" კვაჭი ჯორჯ მაკგიგანი და "ჰარლექუინსის" წყვილი კედან მარლი და ჯეკ უოკერი.

"ეს არის გუნდი, რომელიც გამოცდილებისა და ნიჭის ნაზავია. ის დაკომპლექტებულია მოთამაშეებით, რომლებიც შესანიშნავ თამაშს აჩვენებენ პრემიერშიპში" - თქვა ბორთვიკმა.

შეგახსენებთ, რომ სტივ ბოთვიკი მთავარ მწვრთნელად 19 დეკემბერს მას შემდეგ დანიშნეს, რაც ედი ჯონსი გაუშვეს. ამ უკანასკნელის შედეგები არც ისე დამაკმაყოფილებელი იყო. 2022 წელს ინგლისის ნაკრებმა 12 ტესტ-მატჩიდან მხოლოდ 5 მოიგო. აქვე იმიასაც შეგახნებეთ, რომ ედი ჯონის ავსტრალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

სხვა სტატიები