Belive

ერთა თასზე წარმატებული ბოჭვების რაოდენობით ორი ქართველი მორაგბე ლიდერებშია

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
დასრულდა შემოდგომის ერთა თასი, სადაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბოლო, მე-8 ადგილი დაიკავა. "ბორჯღალოსნებმა" ტურნირი ფიჯისთან წაგებით, 24:38 დაასრულეს. რვა ერის ოფიციალურმა გვერდმა საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა. წარმატებული ბოჭვების რაოდენობით საუკეთესო 3 მორაგბეს შორის 2 ქართველია. ტურნირზე ყველაზე მეტი რაოდენობის ზუსტი ბოჭვა ბექა საღინაძემ შეასრულა - 59. შემდეგ მოდის ინგლისელი ბილი ვუნიპოლა - 57, ხოლო მესამე პოზიციაზე კვლავ "ბორჯღალოსანი", მერაბ შარიქაძე გვხვდება - 53.
130543908_171884827992864_2600497517921811736_n

სხვა სტატიები