Belive

გამგეობამ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცა

3 წლის წინ რაგბი
4 წთ
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, 29 მარტს გამართულ სხდომაზე რაგბის კავშირის სამი ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. ფინანსურ და მარკეტინგულ მიმართულებებს ნიკოლოზ ალავიძე უხელმძღვანელებს. ის 1977 წლის 28 ნოემბერს დაიბადა. 1994-2000 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში. მოგვიანებით, 2012-2015 წლებში, გრენობლში (საფრანგეთი) მიიღო ინოვაციების მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხი. ფლობს ინგლისურ, რუსულ და იაპონურ ენებს. 1999-2002 წლებში მუშაობდა საერთაშორისო მაშველთა კომიტეტში (IRC), მიკრო საკრედიტო პროგრამის უფროსი მენეჯერის თანამდებობაზე; 2002-2007 წლებში TBC ბანკში იყო მსხვილი კორპორაციული კლიენტების და ინსტიტუტების მართვის დეპარტამენტის უფროსი; 2010-2011 წლებში სს "საქართველოს ბანკის" საერთაშორისო ვაჭრობის ფინანსირების კოორდინატორი, ხოლო 2011-დან 2015 წლამდე ამავე ბანკის რეგიონალური კორპორაციული საბანკო დეპარტამენტის უფროსი; 2016-2017 წლებში შპს "ვექტორ მენეჯმენტ" ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, ასევე შპს "რუსელოიზის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2017-2018 წლებში სს "თიბისი ბანკის" რეგიონალური კორპორაციული საბანკო ბიზნესის ხელმძღვანელი; 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მაისამდე შპს Union Properties-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ამავე წლის მაისიდან დეკემბრამდე კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 2020 წლის აგვისტოდან დღემდე არის საქართველოს სალიზინგო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი; ხოლო 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე შპს "ალტიტუდას" დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია.
1111

ადმინისტრაციულ მიმართულებას თორნიკე გოგებაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც 1989 წლის 16 იანვარს დაიბადა და 2004-2005 წლებში დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებული კოლეჯი, ხოლო 2006-2012 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – ტრანსპორტის მენეჯმენტი, მაგისტრის ხარისხით. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ის ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი წყალბურთში, იცავდა საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ღირსებას და რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია. სწავლის პარალელურად ის სტაჟირებას გადიოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ALFA EXPRESS-ში, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტში, სპორტის კომიტეტში. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2011 წელს, უფროს სპეციალისტად დაიწყო, 2013 წელს მთავარ სპეციალისტად დაწინაურდა, ხოლო 2017 წელს სამმართველოს ხელმძღვანელი გახდა, სადაც მაღალი მიღწევების და მასობრივო სპორტის სამმართველოს დღემდე ხელმძღვანელობს; 2020 წლის აგვისტოში ის საქართველოს რაგბის კავშირში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, ახლა კი ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

სპორტულ მიმართულებას ლაშა (ბაჩო) ხურციძე უხელმძღვანელებს, რომელიც 1975 წლის 13 თებერვალს დაიბადა, 1998 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 2000-2001 წლებში სწავლობა კემბრიჯის (ინგლისი) EF სკოლაში, ხოლო 2001-2002 წლებში ოქსფორდის უნივერსიტეტში და მიიღო საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ინგლისსა და საფრანგეთში. ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებს. ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით, 1998-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, ხოლო 2002-2004 წლებში საქართველოს პარლამენტში; 2004-2005 წლებში ფრანს კოოპერასიონ ინტერნაციონალში; 2005-2006 წლებში ევროპის კომისიაში; 2012 წლიდან დეველოპერულ კომპანია "ტრიდეში" იკავებს დირექტორის თანამდებობას; 2008-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს რაგბის კავშირში, ჯერ საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების და სანაკრებო კომიტეტების ხელმძღვანელად, მერე კი მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორად. 2011 წელს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მას წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერის წოდება მიანიჭა. მისი უშუალო ხელმძღვანელობით, 2011 წელს საქართველომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფას, ხოლო 2017 წელს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც, მსოფლიო რაგბის მიერ, მანამდე ჩატარებულ ანალოგიურ ტურნირებს შორის, ყოველმხრივ საუკეთესოდ იქნა აღიარებული. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები