Belive

განახლებული სარაგბო რეიტინგი - მსოფლიო თასის ფინალისტები რეიტინგის სათავეში

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
რაგბის მსოფლიო თასის დასრულებამდე მხოლოდ ფინალია დარჩენილი, სადაც ერთმანეთს პირველობისთვის ინგლისი და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდებიან. შაბათ-კვირას (26-27 ოქტომბერს) მსოფლიო თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა, ხოლო ორშაბათს კი მსოფლიო რეიტინგი განახლდა, სადაც შემდეგი სურათი დაგვხვდა: მსოფლიო რეიტინგის სათავეში  ინგლისის ნაკრები 92.29 ქულით გადავიდა, მსოფლიო რეიტინგის სათავეში ჩადგომა ახალი ზელანდიის ნაკრების დამარცხებამ გამოიწვია. მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ადგილიდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა სამხრეთ აფრიკამ, რომელსაც ახლა 90.71 სარეიტინგო ქულა აქვს. პირველი ადგილიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა "ოლ ბლექსმა", რომელსაც ახლა 89.92 სარეიტინგო ქულა აქვს. ხოლო მესამე ადგილიდან მეოთხე ადგილზე დაქვეითდა უელსის ნაკრები. მათ ანგარიშზე 87.21 სარეიტინგო ქულაა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, "ბორჯღალოსნები" მე-14 ადგილს 71.26 ქულით იკავებენ.

გთავაზობთ მსოფლიო რეიტინგის პირველ 15-ეულს

სხვა სტატიები