Belive

განცხადება | დიდი 10-ის მატჩებზე დასწრებასთან დაკავშირებით

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
დიდი 10-ის მათჩებზე მაყურებლების დასწრების წესები
2021 წლის 19 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება №511 („იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) საფუძველზე საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებულ  დიდი 10-ის (უმაღლესი ლიგა) მატჩ(ებ)ზე დასწრების მსურველ(ებ)მა უნდა წარადგინოს: შესაბამის მატჩამდე არანაკლებ 14 დღით ადრე სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა, ან მოცემულ მატჩამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი.
აღნიშნული წესის შესრულება/კონტროლი დაევალოს მასპინძელ გუნდს.   
იხილე საქართველოს მთავრობის დადგენილება N 511 იხილე რაგბის კავშირის პრეზიდენტის ბრძანება წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები