Belive

გელა აფრასიძე: "ჩემი მთავარი მიზანია დავრჩე ისეთ ფორმაში, როგორშიც ვიყავი..."

4 წლის წინ რაგბი
2 წთ
კორონავირუსის პამდემიის შედეგად, მსოფლიოში სპორტის ყველა სახეობა და ყველა შეჯიბრი შეჩერებულია.  საინტერესოა, ასეთ პერიოდში როგორ ვარჯიშობენ და ინარჩუნებენ ფორმას ქართველი სპორტსმენები. ამ თემასთან დაკავშირებით Live.ge, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "მონპელიეს" 9 ნომერს - გელა აფრასიძეს ესაუბრა. კორონავირუსის გამო ყველანარი სპორტული აქტივობა შეჩერებულია, როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა თქვენზე? პირველ რიგში ძალიან სამწუხაროა, რომ მსოფლიო ასეთ მძიმე ვითარებაშია და სხვადასხვა ქვეყნებში ამდენი ადამიანი იღუპება. ვისარგებლებ მომენტით და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ამ ყველაფერს ძალიან განვიცდი. ძალიან რთულია როდესაც შენს საქმიანობაში დგება ისეთი დრო, როდესაც დროებით ფერხდები, და რა თქმა უნდა ამ ყველაფერმა ჩემზეც იმოქმედა.  როგორ აგრძელებ მზადებას, რომ ფორმა არ დაკარგო? ყოველდღიურად ვვარჯიშობ რამდენიმე დღის გამოკლებით და ვცდილობ, რომ ფორმიდან არ ამოვარდე. ჩემი მიზანი არის დავრჩე ისეთ ფორმაში და კონდიციაში, როგორშიც ვიყავი ამ "შესვენებამდე". კვირაში 5 დღეს ვუთმობ ვარჯიშს, დღეში რამდენჯერმე ვიტვირთვები, გააჩნია დატვირთვებს. როგორ ატარებ თავისუფალ დროს? ვარჯიშის გამო ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს, თუმცა როდესაც დრო მრჩება, ვთამაშობ კომპიუტერულ თამაშებს, ვუყურებ ფილმებს და ვკითხულობ წიგნებს. რაგბის გარდა, რომელი სპორტით ხართ გატაცებული და ვინაა თქვენი საყვარელი სპორტსმენი? რაგბის გარდა მომწონს ძიუდო, რადგან ბავშვობაში, რაგბამდე სწორედ ძიუდოთი ვიყავი გატაცებული და თავადაც ვჭიდაობდი. ახლაც არ გამომდის ცუდად. ძიუდოს გარდა, როგორც გუნდური სპორტი მომწონს კალათბურთი, რადგან ძალიან ლამაზი სპორტია. საყვარელი სპორტსმენი ბევრი მყავს და ასე ერთის გამორჩევა გამიჭირდება.    

სხვა სტატიები