Belive

გიორგი კვესელაძე ჩემპიონთა თასის მე-2 ტურის სიმბოლურში მოხვდა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ჩემპიონთა თასის მეორე ტურში ,,ლენსტერთან” გამანადგურებელი მარცხის (0:57) მიუხედავად, ,,გლოსტერის” ცენტრი, გიორგი კვესელაძე სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ქართველმა მორაგბემ მატჩში 9 ბოჭვა შეასრულა და 18 პასი გააკეთა.

ორი ტურის შემდეგ, ,,გლოსტერის” ანგარიშზე ერთი მოგება და ერთი მარცხია და გუნდი 5 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზეა.

ჩემპიონთა თასის მეორე ტურის სიმბოლური თხუთმეტეული ასე გამოიყურება:

სხვა სტატიები