Belive

გიორგი შკინინი | "ქართული რაგბის მომავალი, სხვების ჩარევის გარეშე უნდა გადაწყდეს”

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო არსებულ მწვავე დაპირისპირებას კიდევ ერთი ვეტერანი "ბოჯღალოსანი" - გიორგი შკინინი ეხმაურება. შკინინი, რომელსაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართი 38 შეხვედრაში აქვს მორგებული და ირლანდიას გასაოცარი ლელო დაუდო, მიიჩნევს, რომ ქართული რაგბის მომავალი სხვების ჩარევის გარეშე უნდა გადაწყდეს.
"ქართულ რაგბის ცვლილებები სჭირდება. მე იმ თაობის მორაგბე ვარ და მახსოვს რაგბის კავშირი მარტო ერთო ოთახი რომ იყო. ახლა სხვა დროა. ქვეყანაც განვითარდა და რაგბიც. ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს. აბუსერიძის გვერდით ის ადამიანები არიან, რომლებთან ერთადაც მე გავიზარდე. მათ დიდი რაგბი აქვთ ნათამაშები და იციან თანამედროვე რაგბის მოთხოვნები." "აქამდე, ჩვენი ძალისხმევით მოვედით და სარაგბო თემმა ჩვენითვე უნდა გადავწყვიტოთ ქართული რაგბის მომავალი, სხვების ჩარევის გარეშე."

სხვა სტატიები