გიორგი ცუცქირიძე მსოფლიო თასს გამოტოვებს

საქართველოს რაგბის კავშირმა გუშინ, “კინგსთან” მატჩში დაშავებულ მორაგბეებზე ინფორმაცია გაავრცელა, სამწუხაროდ მსოფლიო თასზე არ იასპარეზებს ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მბოჭავი გიორგი ცუცქირიძე, მან წვივის ძვლის მოტეხილობა მიიღო, კავშირის განცხადებაში ვკითხულობთ:

27 აგვისტოს ბორჯღალოსნებმა თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკულ ‘საუზერნ კინგს’ უმასპინძლეს და მიხეილ მესხის სტადიონზე ანგარიშით 24-20 სძლიეს მეტოქეს.

მატჩის დებიუტშივე ტრავმა მიიღო ბორჯღალოსნების მესამეხაზელმა, გიორგი ცუცქირიძემ – მან წვივის მცირე ძვლის მოტეხილობა მიიღო, რის გამოც იგი სამწუხაროდ გამოეთიშა გუნდს და ბორჯღალოსნებს მსოფლიო თასზე ვერ დაეხმარება. გიორგის უკვე ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია და მას წინ რეაბილიტაციის პერიოდი აქვს. 

მატჩის პირველივე ტაიმში ასევე დაშავდა ბორჯღალოსნების კაპიტნაი, მერაბ შარიქაძე. სამედიცინო შტაბი იმედიანად არის. მას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სკანირება და ამ ეტაპზე ცნობილია, რომ იგი თბილისში შოტლანდიასთან გასამართ მატჩს გამოტოვებს. შარიქაძე რჩება შეკრებაზე და სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის შესაბამის პროცედურებს, რათა მსოფლიო თასისთვის იყოს საუკეთესო ფორმაში.

(492)

გიორგი ცუცქირიძე მსოფლიო თასს გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-