Belive

გრეგორ თაუსენდი: "შევხვდებით მომავალ კვირას"

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველო შოტლანდიის მატჩის დასრულების შემდეგ, შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გრეგორ თაუსენდმა პრესკონფერენცია გამართა: "ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ თამაშის იმ ნაწილში სადაც საქართველო ძლიერია დღეს მეტოქეს არ ჩამოვუვარდით ესეთია 5 მეტრიანში მიძალებები, შერკინებები და მოლები. ახლა ამ მატჩში დაშვებულ შეცდომებს გავაანალიზებთ და ვეცდებით გამოვასწოროთ." შოტლანდიელთა კაპიტანი სტიუარტ მაკინალი: "დიდი პატივი იყო დღეს აქ თამაში, "დინამო არენა" მშვენიერ სტადიონია.  საკმაოდ კარგი ტესტი იყო, შერკინებაში, მოლებში და აუტებში დიდი ჯაფა დაგვადგა. ჩვენმა დაცვამ კარგად იმუშავა, კმაყოფილი ვარ, ქართული რაგბი იზრდება და ჩვენც კარგი ტესტი გამოგვივიდა" შოტლანდიელთა მწვრთნელი ქართველ ჟურნალისტებს შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა: "შევხვდებით მომავალ კვირას"

სხვა სტატიები