გრეიგ ლეიდლოუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

41
ნახვა

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “კლერმონის” მორაგბემ გრეიგ ლეიდლოუმ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ლეიდლოუმ შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართი 76 შეხვედრაში მოირგო – მათ შორის 39 მატჩში კაპიტნის რანგში.

“შესაძლოა ეს იყოს ჩემს მიერ მიღებული ყველაზე ემოციური და მძიმე გადაწყვეტილება. ვფიქრობ ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის დროული და შესაფერისი გადაწყვეტილება მივიღე. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი მუდმივი არ იქნებოდა და ყოველთვის ვცდილობდი შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისათვის მაქსიმუმი გამეღო”, – აღნიშნა გრეიგ ლეიდლოუმ.

 

(41)

გრეიგ ლეიდლოუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

სტატიის ავტორი
-