Belive

გრემ როუნთრი მანსტერის ფორვარდებს გაწვრთნის

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
ბორჯღალოსანთა შერკინების მწვრთნელმა, გრემ როუნთრიმ "მანსტერთან" გააფორმა კონტრაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, როუნთრი "მანსტერს" შეუერთდება. "მანსტერთან" გაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად, გრემ როუნთრი Pro14-ის ბინადარი ირლანდიური სარაგბო კლუბის ფორვარდებს 2022 წლის ივნისამდე გაწვრთნის. "უზომოდ მოხარული ვართ, რადგან ჩვენს მიერ გაწეულმა შრომამ შედეგი გამოიღო და გრემთან ხელშეკრულება გაფორმდა. უკანასკნელი 1 თვის მანძილზე ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობდით და გრემის კალიბრის მწვრთნელის ჩვენს გუნდში ხილვა უდიდესი ბედნიერებაა", - აღნიშნულია ირლანდიელთა განცხადებაში. თავის მხრივ კომენტარი გააკეთა გრემ როუნთრიმ: "მოხარული ვარ, რომ ასეთ პრესტიჟულ გუნდს ვუერთდები. აგერთვე, სრულ ყურადღებას ვუთმობ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს. ბორჯღალოსნებთან მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე დავრჩები. იოჰანთან და მის გუნდთან შეხვედრას მოუთმენლად ველი."  

სხვა სტატიები