Belive

"გუნდში ტრადიციული ავსტრალიური სულისკვეთება მჭირდება" | ედი ჯონსს ავსტრალიის გამარჯვების სჯერა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ავსტრალიის რაგბის ნაკრების მწვრთნელი ედი ჯონსი თვლის, რომ მის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია. 63 წლის სპეციალისტის თქმით, ამისთვის ყველამ ერთად უნდა იმუშაოს.

მოხარული ვარ, რომ სახლში დავბრუნდი. ჩვენი საქმიანობით, ახალგაზრდა ავსტრალიელების გულები უნდა მოვიგოთ, რათა თავიანთ ეროვნულ გუნდს მხარი დაუჭირონ. მე მესია არ ვარ. ჩვენ ყველანი ვართ ამ საქმეში ჩართულნი. შედეგის მისაღწევად ყველას თავდაუზოგავი შრომა არის საჭირო. გუნდში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა, თუმცა, ჩემპიონატს ნიჭი არ იგებს. გუნდში ტრადიციული ავსტრალიური სულისკვეთება მჭირდება." - განაცხადა ედიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ავსტრალიის ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც უელსს, ფიჯის, საქართველოსა და პორტუგალიას დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში თუ, ედი ჯონსი ჯგუფურ ეტაპს წარმატებით დაძლევს არის შანსი, რომ პლეი-ოფში მის ყოფილ ნაკრებს, ინგლისს დაუპირისპირდეს. საფრანგეთში პირველ შეხვედრას ავსტრალია "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული მატჩი 9 სექტემბერს, 20:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები