Belive

ჰაიატე სოტომე: "თქვენს ძმობას ვფიცავარ, მე თქვენებს მივხედავ, ამაზე არ ინერვიულოთ"

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
20 სექტემბერს იაპონიაში სტარტს რაგბის მსოფლიო თასი აიღებს. ქართველი მორაგბეები იაპონიაში უკვე ჩაფრინდნენ, სადაც მათ დახვედრა მოუწყვეს.  საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თარჯიმანი - ჰაიატე სოტომე იქნება, რომელმაც სოციალურ ქსელში საინტერესო და სახალისო პოსტი დაწერა. "I work as an interpreter for Georgian team at Rugby World Cup in Japan, and today officially (or unofficially?) the operation has started. მოკლედ, თარჯიმანი გახლავართ რაგბის ეროვნული ნაკრებისა მსოფლიოზე. ეს ჩემთვის დიდი პატივია და კიდევ დიდი პასუხისმგებლობაც ქართველი ხალხის წინაშე, რადგანაც ჩემი მოვალეობაა ის, რომ ბორჯღალოსნებმა თავისი თავი უნდა იგრძნონ ისე კარგად, როგორც საქართველოში გრძნობენ, და რაღაცნაირი ისეთი შედეგები ჩამოიტანონ, როგორიც თქვენს გულს გაახარებს. ამისთვის მზად ვარ, რომ ჩემი მთელი ენერგია დავხარჯო ყველაფერში, რაც შემიძლია. აქედან გამომდინარე, მე ყველაზე ახლო გულშემატკივარი ვიქნები ფიზიკურად ერთი სიტყვით, თქვენს ძმობას ვფიცავარ, მე თქვენებს მივხედავ, ამაზე არ ინერვიულოთ." 

სხვა სტატიები