Belive

"იდეალური გასროლა, საკუთარი გუნდის ფინალში გასაყვანად" - World Rugby აფრასიძის ჯარიმას ეხმაურება

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის ელიტური საკლუბო სარაგბო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. 24 ივნისს, ტოპ 14-ის ფინალში, ლევან ჩილაჩავას “კასტრი” გელა აფრასიძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიეს” დაუპირისპირდება. “მონპელიესა” და “ბორდოს” ნახევარფინალური დაპირისპირება, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. “მონპელიემ” მოწინააღმდეგე 19:10 დაამარცხა და ფინალური საგზური მოიპოვა. “ბორჯღალოსანთა” და “მონპელიეს” 9-იანმა 55 და 57 მეტრიდან ორი წარმოუდგენლად ლამაზი ჯარიმა გაიტანა და ტაბლოზე საფინალო ანგარიში (19:10) დააფიქსირა. “მონპელიეს” ქართველი 9-იანი ნახევარფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გარდა ამისა, გელა აფრასიძემ World Rugby-ს ყურადღებაც მიიპყრო. Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე, აფრასიძის მიერ იდეალურად შესრულებული საჯარიმო დარტყმის ამსახველი ვიდეო დაიდო.

 
View this post on Instagram
 

A post shared by World Rugby (@worldrugby)

სხვა სტატიები