Belive

ინგლისელი მორაგბე გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
ინგლისელი მორაგბე, რომლის ვინაობა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება, ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. სექსუალური თავდასხმა ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა, რის შემდეგაც სამართალდამცველები გამოიძახეს. მორაგბესთან ერთად, 41 წლის ქალიც დააკავეს. დაკავებული ქალი ისეთი გარემოების შექმნაშია ეჭვმიტანილი, რომელსაც სექსუალური სახის დანაშაული მოჰყვა.
  • ღამის კლუბში მომხდარი ინციდენტის გახმაურების შემდეგ, ინგლისელი მორაგბე 9 იანვარს დააკავეს.
  • მორაგბესთან ერთად დაკავებულია 41 წლის ქალი. ორივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
  • მორაგბის ვინაობა არ სახელდება, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი ინგლისური რაგბის ერთ-ერთი ვარსკვლავია.
დაკავებული მორაგბე და 41 წლის ქალი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს.

სხვა სტატიები