Belive

ინგლისის მორაგბეთა ნაკრების ვარსკვლავები ლონდონ პრაიდს შეუერთდნენ (ფოტო)

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
ინგლისის მორაგბეთა ნაკრების ვარსკვლავები, კრის რობშოუ და ჯეიმს ჰესკელი, ლონდონ პრაიდს შეუერთდნენ. ჯეიმს ჰესკელი ცისარტყელის ფერებში გამოწყობილ ტანსაცმელში, მეუღლესთან ერთად შეუერთდა ლგბტ პირების მსვლელობას. ლონდონ პრაიდზე გადაღებული ფოტოები ინგლისელმა მორაგბემ Instagram-ზე განათავსა.
1
ინგლისის მორაგბეთა ნაკრების ერთმა წევრმა, კრის რობშოუმ ლონდონ პრაიდზე გადაღებული ფოტო Twitter-ზე განათავსა. შეგახსენებთ, რომ რობშოუ ინგლისის ნაკრებს 2012-2015 წლებში კაპიტნის რანგში უძღვებოდა.

სხვა სტატიები