Belive

ინგლისის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
"ჰარლექუინის" და ინგლისის ნაკრების 28 წლის მორაგბემ, ჯო მარლერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მან თავისი გადაწყვეტილება შემდეგი მიზეზით ახსნა: " გული ძალიან მწყდება ამ გადაწყვეტილების მიღება რომ მომიწია, თუმცა, ჩემი აზრით, ოჯახი პირველია ადამიანისთვის. თავს ვანებებ სანაკრებო კარიერას, რადგან ოჯახთან მეტი დროის გატარება მსურს." 
მარლერსს, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 59 კეპი აქვს მოხვეჭილი, ხოლო მისი დებიუტი ინგლისის ნაკრების კვართით 2012 წელს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ შედგა. ჯო მარლერი ეროვნულ ნაკრებში, ნოემბრის ტესტ-მატჩებისითვის გამოძახებული იყო, თუმცა მისი გადაწყვეტილების მიღების გამო მას სხვა მორაგბე ჩაანაცვლებს. შეგახსენებთ, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრები, ნოემბრის ტესტ-მატჩებზე სამხრეთ აფრიკას (3 ნოემბერს), ახალ ზელანდიას (10 ნოემბერს), იაპონიასა (17 ნოემბერს) და ავსტრალიის (24 ნოემბერს) ნაკრებს "ტვიკენჰემზე" დაუხვდება.

სხვა სტატიები