Belive

ინგლისის რაგბის კავშირი "ბორჯღალოსნებთან " ვარჯიშის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
"ინგლისის ნაკრები იტალიასთან 6 ერის ეგიდით გასამართ მატჩამდე ოქსფორდში საქართველოს ნაკრებთან ერთად გაივლის წვრთნას. 6 ერის მატჩი იტალიის წინააღმდეგ 9 მარტს "თვიქენჰემის" სტადიონზე გაიმართება, მანამდე კი მიმდინარე კვირის ოთხშაბათსა და ხუთშაბათს "ვარდები" "ბორჯღალოსნებთან" ივარჯიშებენ. ეს ვარჯიში წინა წლის მსგავსი იქნება, ოთხშაბათს ფორვარდები და უკანახაზელები ცალ-ცალკე ივარჯიშებენ ხოლო ხუთშაბათს გუნდური ვარჯიში ჩატარდება. "ჩვენ მომავალ კვირას ოქსფორდში მივდივართ სადაც საქართველო გველოდება, ჩვენ ვარჯიშს დიდი ხანია ვგეგმავთ და ეს შესანიშნავი დროა რომ გარკვეული ვარჯიშები მათთან ერთად დავამუშაოთ" - განაცხადა ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა უელსთან მარცხის შემდგომ. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მილტონ ჰეიგის განცხადებით ეს წვრთნა მისი გუნდისთვის ბრწყინვალე შესაძლებლობაა. "თუ ჩვენ არ შეგვიძლია მუდმივად ვითამაშოთ პირველი დონის გუნდებთან, მათთან ვარჯიში შესანიშნავი გამოსავალია, ჩვენთვის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვარჯიში დიდებულია. როგორც ახალგაზრდებისთვის ისე გამოცდილი მოთამაშეებისთვის ეს შესაძლებლობა და შანსია რომ საკუთარი თავი პირველი დონის მოთამაშეებს შეადარონ." - ვკითხულობთ ინგლისის რაგბის კავშირის სტატიაში  

სხვა სტატიები