Belive

ინგლისში ხვალ ათასობით პაბი დილით ადრე გაიხსნება

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
ხვალ მსოფლიო თასის 2019 წლის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართება. ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ინგლისელები ხვალინდელ მეტოქესთან 2007 წლის მსოფლიო თასის ფინალის რევანშისთვის ემზადებიან. როგორც ცნობილია, ხვალ, თამაშის დღეს, 5000 პაბი ბრიტანეთში დილით ადრე გაიხსნება და გულშემატკივრის მისაღებად მზად იქნება. ბრიტანულ ბარებში 50 000-მდე ქომაგს ელოდებიან.

სხვა სტატიები