Belive

იოლ ჯგუფს არც ველოდით | ლევან მაისაშვილი

3 წლის წინ რაგბი
2 წთ
14 დეკემბერს, თბილისის დროით 15:15 საათზე, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფები დაკომპლექტდა. კენჭისყრის შედეგად ჯგუფები შემდეგნაირად გადანაწილდა: A-ჯგუფი: ახალი ზელანდია, საფრანგეთი, იტალია, ამერიკა 1, აფრიკა 1 B-ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, შოტლანდია, აზია/ოკეანეთი 1, ევროპა 2 C-ჯგუფი: უელსი, ავსტრალია, ფიჯი, ევროპა 1, ფინალური კვალიფიკაციის გამარჯვებული (რეპეშაჟი) D-ჯგუფი: ინგლისი, იაპონია, არგენტინა, ოკეანეთი 1, ამერიკა 2
Screenshot-2020-12-14-at-16.15.02-1536x864
კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლევან მაისაშვილმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინტერვიუში, ლევან მაისაშვილი აღნიშნავს, რომ იოლ ჯგუფში მოხვედრას არ ელოდა. "განთესვიდან გამომდინარე, იოლ ჯგუფს არც ველოდით. ლოგიკურად გ ჯგუფში უნდა მოვხდეთ და ფაქტობრივად იგივე გუნდებთან მოგვიწევს თამაში, ვისაც იაპონიაში ვეთამაშეთ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სხვა ჯგუფი უკეთესი იქნებოდა. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ მივლენ გუნდები მსოფლიო თასამდე. უელსი და ავსტრალია ფაქტობრივად ახალ გუნდს აშენებს, არავინ იცის როგორი იქნება ფიჯი 2023 წლისთვის"  – განაცხადა მაისაშვილმა. მისი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ მივა თავად საქართველო 2023 წლამდე: "ამ ეტაპზე რამის თქმა ძალიან ძნელია. არ ვიცით რა იქნება მომავალში, ჩავატარებთ უკეთეს თამაშებს თუ ტიერ 1-ის გუნდებთან წლის განმავლობაში კვლავ ერთი-ორი თამაში გვექნება. როგორ წარიმართება ფრანჩაიზთან დაკავშირებული სიტუაცია". წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი ფოტო: Rugby.ge

სხვა სტატიები