Belive

ირაკლი აბუსერიძე | გამარჯობა ქართული რაგბის გულშემატკივარო!

3 წლის წინ რაგბი
16 წთ
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე არსებული მწვავე დაპირისპირების პარალელურად, ირაკლი აბუსერიძე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს და ქართული რაგბის გულშემატკივარს მიმართავს. მიმართვის ბოლოს ირაკლი აბუსერიძემ მისი მხარდამჭერი ვეტერანი მორაგბეების სია გამოაქვეყნა. ირაკლი აბუსერიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: გვინდა, რომ თქვენ, ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ამინდში, წვიმასა თუ ქარში, ჩვენს გვერდით ხართ ტრიბუნებიდან და მე-16 მოთამაშეს წარმოადგენთ, შეცდომაში არ იყოთ შეყვანილი ვინმეს მხრიდან, რასაც ორიოდე დღის წინ კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი! სამწუხაროა, რომ ამ სიტყვის გამოყენება გვიწევს, ძალიან არ გვინდა, მაგრამ უნდა ვთქვათ - „ჩვენი ოპონენტების „ მხრიდან გავრცელდა განცხადება, რომელშიც პირდაპირი ბრალდებაა ჩვენს მიმართ, რომ თითქოს ჩვენ ვიყოთ ქართული რაგბის თემში უმცირესი ნაწილი და ჩვენ ვცდილობდეთ ქართულ რაგბში არსებული ვითარების დესტაბილიზაციას. სრული პასუხისმგებლობით გვინდა ვთქვათ, რომ სიმართლე აბსოლუტურად საპირისპიროა და ის ჩვენს მხარეს ძევს! ამ განცხადებით, „ჩვენს ოპონენტებს“ სურდათ გულშემატკივრებისთვის ეჩვენებინათ, რომ ისინი ჩვენზე მეტნი არიან და თითქოს, ჩვენ ქართული რაგბის საზიანოდ ვმოქმედებთ! ჩვენი გულშემატკივარი ბრძენია და კიდევ ერთხელ დაინახავს, თუ ვინ არის მართალი და ვის მხარეს დგას სარაგბო სამყაროს უდიდესი ნაწილი! ერთადერთი, რასაც ჩვენ მოქმედი და ვეტერანი მორაგბეების ძალიან დიდი ნაწილი ვითხოვთ არის ის, რომ სარაგბო საქმეებში არ მოხდეს გარე ძალების ჩარევა და სარაგბო სამყაროს თავისუფალ გარემოში შეეძლოს არჩევანი გაკეთება, რაც სამწუხაროდ არ ხდება! ოპონენტების მხრიდან არაერთხელ გაისმა ჩვენდამი ბრალდება, თითქოს კლუბებზე ზეწოლის ფაქტებს ვიგონებდეთ, თუმცა 24 თებერვლის ჩაშლილი დე ფაქტო ყრილობის დაწყებამდევე, სარაგბო კლუბ "წიქარას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ წიქარიძემ დაადასტურა, რომ მათი კლუბის პრეზიდენტ თენგიზ გოცირიძეზე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში წევს, მოხდა ზეწოლა, რის გამოც ის იძულებული გახდა, რომ მინდობილობა ნიკოლოზ წიქარიძის ნაცვლად, ვინმე ნოდარ ლიპარტელიანზე გაეცა, რომელიც "წიქარასთან" არანაირ კავშირში არაა. ამ გზით აღმოჩნდა იოსებ ტყემალაძის ხმის მიმცემ კლუბთა შორის "წიქარა", კლუბის ნებისგან აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ. ეს ინფორმაცია თავად "წიქარას" პრეზიდენტმაც დაადასტურა, ბატონმა ნიკოლოზმა კი დღეს ამის შესახებ ღია წერილიც გამოაქვეყნა. მივმართავთ ჩვენს ოპონენტებს: როდესაც სარაგბო ოჯახს და სარაგბო ღირებულებებს ახსენებთ, არ გრცხვენიათ მას შემდეგ, რაც ბატონი თენგიზ გოცირიძის და მთლიანად "წიქარას" მიმართ გააკეთეთ? რომელ რაგბის ღირებულებად მიიჩნევა საავადმყოფოში მყოფ ადამიანზე ზეწოლა და რაღაცაზე იძულება? ამ კლუბში ბავშვები იზრდებიან, დამწყები მორაგბეები და გინდათ, რომ ასეთი უღირსი საქციელები დაინახონ მათ? ეს საქციელი მხოლოდ რაგბისთვის არაა სირცხვილი, მთლიანად ქვეყნისთვისაა სირცხვილი და სამწუხაროა, როდესაც ასეთ რაღაცაზე ვიგებთ. სწორედ ეს არის ქართული რაგბის მიმართ ბინძური კამპანია! ჩვენი გუნდის და მხარდამჭერების მიმართ ითქვა, რომ ჩვენ ვართ "უსაფუძვლო ამბიციებით შეპყრობილი ჯგუფი". ჩვენს გუნდში არიან საქართველოს ნაკრების ლეგენდარული მორაგბეების უმრავლესობა, ლეგენდარული კაპიტნები, რომლებმაც ქართველ ერს რაგბი შეაყვარეს და არაერთ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცვეს საქართველოს ღირსება, გააცნეს მსოფლიოს ქართული რაგბი, ჰქონდათ წარმატებული საკლუბო კარიერა მაღალი დონის ფრანგულ კლუბებში და უმეტესი მათგანი, დღეს წარმატებული მწვრთნელები და მენეჯრები არიან. აქ ჩვენს გულშემატკივარს გვინდა ვკითხოთ, როგორ ფიქრობთ, ჩვენ, რომლებმაც მთელი ცხოვრება რაგბს მივუძღვენით და საქართველოს ნაკრებში, ქართული რაგბის სამსახურში არაერთი წელი გავატარეთ, ჩვენ ვართ "უსაფუძვლო ამბიციებით შეპყრობილი ჯგუფი" თუ მშენებელი, რომელსაც არაფერი ესაქმება ქართული რაგბის წარმატებებთან, რაგბის სათავეში ყოფნისთვის არანაირი საჭირო უნარი არ გააჩნია და როგორც სარაგბო თემის უდიდესი ნაწილისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის სულ მცირე ხნის წინ აბსოლუტურად უცნობი ადამიანი იყო? ასეთი ადამიანის რაგბის კავშირის სათავეში მოყვანისთვის იბრძვის მცირე ჯგუფი, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარი თავი სარაგბო თემის უდიდეს ნაწილად წარმოაჩინოს, თუმცა ამას არ დავუშვებთ და გვსურს, რომ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ დავანახოთ, თუ რომელ მხარეს არის უმრავლესობა და რაც მთავარია - სიმართლე!
მათი ეს გარჯა ქართული რაგბის განვითარებას ნამდვილად არ ემსახურება. ემსახურება იმას, რომ ჯგუფი, რომელიც რაგბის კავშირის სათავეშია 2008 წლიდან, კვლავ იყოს მართვაში და შეინარჩუნონ ძველი პრივილეგიები! რას ვითხოვთ ჩვენ? როგორც ზემოთ ვახსენეთ, ერთადერთ რაღაცას - არ მოხდეს გარე ჩარევები და მოგვეცეს საშუალება, მშვიდ ვითარებაში გადავწყვიტოთ ქართული რაგბის მომავალი! ეს არჩევანი კი უკვე გაკეთებულია, 30 დეკემბერს რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე ავირჩიეთ, იმ არჩევნებში, რომელიც თავად ძველმა გამგეობამ ჩანიშნა, იმ გამგეობამ, რომლებიც ირაკლი აბუსერიძეს და მის გუნდს, რომელშიც არაერთი ლეგენდარული მორაგბეა, ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ და მათ წინააღმდეგ იმოქმედონ. მათ ჰგონიათ, რომ ქართული რაგბი მხოლოდ მათ ეკუთვნით, თუმცა ქართული რაგბი არაა ვიწრო ჯგუფის საკუთრება და ის ყველა მორაგბეს და ქართული რაგბის გულშემატკივარს ეკუთვნის! ოპონენტებს ერთადერთ რამეში ვეთანხმებით - აუცილებელია, რომ მოხდეს ორივე მხარის გაერთიანება, ეს ქართული რაგბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად ვიყავით და ეს საქმითაც დავამტკიცეთ! იმ კლუბებს, რომლებიც ჩვენ არ გვიჭერდნენ მხარს, 30 დეკემბერს, როდესაც ახალი გამგეობის არჩევა მოხდა, გამგეობაში ადგილები გამოვუყავით და გვსურდა, რომ მათთან ერთად გვეზრუნა ქართული რაგბის განვითარებაზე, ყველა ერთი მიზნის ქვეშ ვყოფილიყავით გაერთიანებულები, თუმცა სამწუხაროდ მათ ეს გზა არ აირჩიეს და დღემდე ყველანაირად ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას. ისინი ცდილობენ, რომ საკუთარი ჯგუფის მცირე ნაწილი ქართული რაგბის თემის უმრავლესობად წარმოაჩინონ, საკუთარი ტყუილები ჩვენ გადაგვაბრალონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ბატონ იოსებ ტყემალაძეს რაგბის სათავეში არაფერი არ ესაქმება და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ საკუთარ საქმეს მიხედოს, რაშიც წარმატებებსაც ვუსურვებთ, მაგრამ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რაგბის კავშირს უკვე ჰყავს არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე და ვინც 30 დეკემბერს დაფიქსირებული შედეგების წინააღმდეგ იბრძვის, მას ქართული რაგბის წინსვლის ნაცვლად, ხელის შეშლა სურს და პირადი მიზნები ამოძრავებს!
ჩვენს გვერდით ქართული რაგბის თემის უდიდესი ნაწილია. წარმოგიდგენთ ვეტერან მორაგბეთა არასრულ სიას :
1 ირაკლი კიზირია
2 ავთანდილ ღიბრაძე
3 თემურ ბენდიაშვილი (ბენდო)
4 თენგიზ რუხაძე
5 გოგი ყუფარაძე
6 იუზა ნაცვლიშვილი
7 გია კარკაძე
8 ნუგზარ მალაღურაძე (მალაღურა)
9 პაატა კოღუაშვილი
10 დავით ცხვარაძე
11 მურიკო თოფურიძე
12 მამუკა ჯანაშია
13 ლევან მგელაძე
14 შოთა ხარშილაძე
15 თემურ გორგოძე
16 თამაზ სახლთხუციშვილი
17 ნოდარ კაჭარავა
18 რამაზ სანებლიძე
19 დემურ ცხვედიანი (ბაბაჯანა)
20 მალხაზ დათუნაშვილი (ჩაქუჩა)
21 ლევან ცაბაძე (ლეონსიო)
22 ზურაბ ნატყოშვილი
23 სანდრო ჩუბინიძე
24 ანზორ ხვადაგიანი
25 ლევან ხუხუნაიშვილი
26 ამირან კორსანტია
27 გოგა სიდამონიძე
28 ბექარ სირბილაძე
29 ზვიად ჯავახიშვილი
30 გიორგი ხიდაშელი
31 გიორგი გიაშვილი
32 დიმიტრი მესხიშვილი
33 ნიკოლოზ თვაური
34 გელა სირბილაძე
35 ჯაბა კეკელიძე
36 დავით ცხადაძე
37 დავით ლაბაძე
38 გიორგი ღამბაშიძე
39 ლევან შაორშაძე
40 დავით თვალთვაძე
41 ლევან თაფლაძე
42 ბექა მეკოკიშვილი
43 კახაბერ ელიზბარაშვილი
44 გია ღლონტი
45 დიმიტრი ობოლაძე
46 პაატა ნარიმანაშვილი
47 გიორგი კვანჭილაშვილი
48 პაატა ღონღაძე
49 ოთარ ჯინჭარაძე
50 გიორგი გელაშვილი
51 კახა მკერვალიშვილი
52 გოჩა წიკლაური
53 სოსო ნადირაძე
54 ზაზა ჯინჭარაძე
55 გიორგი გოგოლაძე
56 რევაზ გიგაური
57 ლევან დათუნაშვილი (ჩაქუჩა)
58 ლუკა ხაჩირიშვილი
59 ნიკოლოზ მაღალდაძე (ოსი)
60 ირაკლი ღვინჯილია (ღვინჯო)
61 დავით ჩიტიძე (ჩიტო)
62 თემურ ჩიტიძე (ჩიტო)
63 გიგა ნიშნიანიძე
64 გოგა ასათიანი (მეხანიკა)
65 გიორგი კობერიძე (კობერა)
66 ზვიად მაისურაძე (ცხოველა)
67 ილია ჩხეტია
68 ილია ზედგინიძე
69 ლევან ჯაველიძე (ჯაველა)
70 ბიჭი ობოლაძე
71 ირაკლი ხუციშვილი (ქისტი)
72 გოჩა კვაჭანტირაძე
73 თემურ ჩიხლაძე
74 სოსო მაისურაძე
75 ლევან ხორბალაძე
76 გია მუხაშავრია
77 დათო გოცაძე
78 დათა გიგინეიშვილი
79 გია მიქიაშვილი
80 ალექსანდრე მახარაშვილი
81 გოჩა სვანიძე (ბოქლომა)
82 დათო ჩავლეიშვილი (პაშა)
83 ჯემალ გეგეჩკორი
84 კახა სვანიძე
85 გეგა კეკელიძე
86 რობერტ მუტაფიანი
87 გია დვალიშვილი
88 ზურა რევაზიშვილი
89 ანდრო ლეჟავა
90 ბესო ბერიძე
91 გიორგი ბუგიანიშვილი (ბუგი)
92 გიორგი ჟღენტი
93 ნიკა ჩიტალაძე
94 სიმონ მაისურაძე
95 ლევან ობოლაძე
96 გიორგი ქოპილაშვილი (კიჭა)
97 მიხეილ კობახიძე
98 გიორგი აბუსერიძე
99 დავით ცხვედიანი
100 გიორგი ზაბახიძე (ჯილა)
101 მამუკა ნამიჩეიშვილი (კუბო)
102 აკაკი ქოპილაშვილი
103 კახაბერ კობახიძე
104 ბექა გელაძე
105 აკაკი დუდაური
106 გიორგი გეგიძე
107 ვასო ბანდელიძე
108 ირაკლი მურვანიძე (ყვავი)
109 ვახტან ბიძიშვილი
110 გიორგი საძაგლიშვილი
111 საშკა ენუქიძე
112 ბოროს იურინი
113 ვახო მჭედლიძე
114 როლანდ ბატოიანი
115 ბესო წასიძე
116 დათო ნატროშვილი
117 გიორგი ჩაჩუა
118 ნიკა ლომაური
119 გიორგი ნებულიშვილი
120 ანდრო ზედგენიძე
121 ზაზა კეცხოველი
122 დათო კაკაბაძე (შორო)
123 ლევან ბერიშვილი
124 ზურა ბერიშვილი
125 ზაზა ხუციშვილი (ნიკორა)
126 ლაშა კაკაბაძე
127 ლევან სირაძე
128 რუბენ თავზაძე
129 გიორგი ზირაქაშვილი
130 დავით მღებრიშვილი
131 მამუკა მინდორაშვილი
132 თემურ ლობჟანიძე
133 დავით ჩივაძე
134 დათო ჩიტაძე
135 დათო ბალახაშვილი
136 ჯაბა კიზირია
137 გუჯა აბაშიძე
138 თემურ ქერდიკაშვილი
139 შალბა გოგიშვილი
140 ლევან კბილცეცხლაშვილი
141 რამაზ ლობჯანიძე
142 გიორგი შაორშაძე
143 კახა უჩავა
144 პალიკო ჯიმშელაძე
145 შოთა მაჭარაშვილი
146 მერაბ გაგნიძე
147 ჭიჭიკო კობახიძე
148 ბაჩო ჩიკვაიძე
149 ბესო სამსონიძე
150 ლევან გელაშვილი
151 პაატა რატიანი
152 ბესო საცერაძე
153 მიშა წიკლაური
154 კაცა ცინაძე
155 ზურა სამხარაძე
156 ლაშა შუბითიძე
157 ნიკა თედელური
158 გურამ თედელური
159 ვანო კერესელიძე
160 მამუკა ცხადაძე
161 ზაზა ყანჩაველი
162 გოჩა ბალახაშვილი
163 ნიკა ნატროშვილი
164 გია ენუქიძე (სენატორა)
165 ზურაბ კორკოტაძე (ტყუპი)
166 დავით კორკოტაძე (ტყუპი)
167 ირაკლი ქორიძე (ქვემეხა)
168 ლევან ნიკოლაიშვილი
169 დევი დათუნაშვილი (ჩაქუჩა)
170 ილია გოგეშვილი (დონგეშა)
171 გივი ბერიშვილი
172 შოთა ცხოვრებაშვილი (შოტკინა)
173 ირაკლი მასხარაშვილი
174 ირაკლი ფერაძე (რიჟა)
175 გურამ კავთიძე
176 რეზი ჯინჯიხაძე (კანადა)
177 ლაშა აზალაძე
178 ზურა გოგიჩაიშვილი
179 დავით გურგენაძე (გურგენა)
180 ირაკლი სვანიძე
181 ვეფხია ტუჩაშვილი
182 მორის ტუჩაშვილი
183 რატი ნუცუბიძე (ნუცუბა)
184 გიორგი კალმახელიძე (ჯორდანა)
185 გიორგი წეველიძე
186 რატი ჯოხია
187 ლევან ზაქარეიშვილი
188 დავით გასვიანი
189 გიორგი ბარბაქაძე
190 გიორგი ბუბუნაური
191 ბექა ჯავახიშვილი
192 თემურ ბებია
193 ლევან შვანგირაძე (ბუკუჩია)
194 გიორგი ოზგებაშვილი
195 ლაშა ცომაია
196 გიგი ჯოხია
197 დავით ბოლღაშვილი (ბოლღა)
198 აქვსენტი გიორგაძე (გლობუსა)
199 ირაკლი გიორგაძე (გლობუსა)
200 გოდერძი შველიძე
201 გუჯა იოვაძე
202 ზურა მაჩიტიძე
203 დიმა ბასილაია
204 ვიტო კოლელიშვილი
205 თედო ზიბზიბაძე
206 მახო ურჯუკაშვილი
207 მევლუდ მთიულიშვილი (მთიულა)
208 ვანო ნადირაძე
209 ოთარ ელოშვილი
210 ზურა მჭედლიშვილი (პანკრო)
211 სერგო გუჯარაიძე
212 შალვა სუთიაშვილი
213 დავით ხინჩიგაშვილი
214 გიორგი ჯიმშელაზე
215 არდი ტოგონიძე
216 გიორგი ელიზბარაშვილი
217 მალხაზ თოფურია
218 ტარიელ რატიანი
219 დავით სორდია
220 სანდრო ჭელიძე
221 ლაშა თავართქილაძე
222 ირაკლი გუნდიშვილი
223 გოგი კერესელიძე
224 ბესო უდესიანი
225 ფრიდონ უდესიანი
226 შოთა ცხომელიძე (შურმანა)
227 ირაკლი კილაურიძე
228 გიორგი მაისურაძე
229 ალეკო ღიბრაძე
230 ნიკოლოზ სხირტლაძე
231 დავით ჯაოშვილი
232 მამუკა ჯაოშვილი
233 არჩილ კოკოშაშვილო
234 კახა ჯმუხაძე (დეშებე)
235 ვახტანგ ჯმუხაძე
236 გიორგი შენგელაია (შენგელა)
237 გია არაყიშვილი
238 ირაკლი იაშვილი (იაშკა)
239 გოგა იაშვილი
240 ვახტანგ შენგელია (ბუხუსა)
241 თემურ ახობაძე (პლუტო)
242 შოთა მარგალიტაძე
243 მიხეილ კოდუა
244 ირაკლი სულთანიშვილი
245 ბადრი ბოხუა
246 დავით ზირაქიშვილი (ზირაქა)
247 ირაკლი მაჩხანელი
248 ალექსანდრე აბდუშელიშვილი
249 ზვიადი ლემონჯავა
250 ნიკოლოზ ძაგანია
251 გიორგი ლუაშვილი
252 ავთო ამყოლაძე
253 გიორგი ჯოხია
254 ირაკლი კეკელიძე
255 გოჩა ნადირაძე
256 მინდია ღლონტი
257 ლაშა ბაირამაშვილი
258 ბუბა სამხარაძე
259 მიხეილ მატუა
260 დავით გოგიჩაიშვილი
261 გაბო წულაძე
262 ნიკოლოზ აბაშიძე
263 გია კურატაშვილი (კურკა)
264 გიორგი ფირუზიშვილი (ფირუზა)
265 მიშა წეველიძე (წეველა)
266 რეზო ჯაფარაშვილი
267 ვახო ცქიტიშვილი (ცქიტო)
268 სანდრო ესაკია
269 კახა კოდუა
270 ზვიად კიკუაშვილი
271 ბესიკ ტეფნაძე
272 კახა მხეიძე
273 მალხაზ წულაია
274 შოთა ლაზაშვილი
275 ზურაბ დუგლაძე (დუგლასა)
276 გოგა ხელაძე
277 სანდო ჭელიძე
278 გიგა გიგაშვილი
279 მალხაზ მაცაბერიძე
280 გიგი წიკლაური
281 ბადრი ხეხელაშვილი
282 ლევანი პეტრიაშვილი
283 გურამ მირიანაშვილი
284 ნიკო ჭავჭავაძე (კუპატა)
285 ბაკურ ფირიაშვილი
286 ირაკლი გიორხელიძე
287 ალექსანდრე გუშარაშვილი (გუშარა)
288 გელა(დურუ) ხურცილავა
289 სოსო სულთანიშვილი
290 იოსებ პარწიკანაშვილი (პარტიკანა)
291 ვახტანგ ჩხეტია
292 რატი ურუშაძე
293 დავით ქემხაძე
294 გოჩა ბარძიმიშვილი
295 გიორგი ახვლედიანი
296 გიორგი გულუხია
297 სანდრო საკანდელიძე (სვერლო)
298 ვიქტორ დიდებულიძე
299 სპირიდონ ლიპარტელიანი (ტოლიკა)
300 კახა კაპანაძე
301 ნიკა მეფარიძე
302 მამუკა გიორგაძე
303 პაატა ძოწენიძე
304 გია ლომინაძე
305 ლევან გაბელაია
306 მამუკა ადამაძე
307 კოტე აბულაძე
308 დავით ცხადაია (ქნაცო)
309 დავით ბერაძე
310 თორნიკე რობაქიძე
311 ალეკო სალუქვაძე
312 ლაშა ლაბაძე
313 მიხეილ ლეკბორაშვილი
314 ბორის აბაშიძე
315 გიორგი მისრიაშვილი
316 ზვიად ესართია
317 ზურა ცუცქირიძე
318 ოთარ ნონიკაშვილი
319 ლევან მაისურაძე
320 ედიშერ ქადაგიშვილი
321 ალეკო ბრაგვაძე
322 ზაზა ჯეირანაშვილი
323 გელა ხვიჩია
324 თემურ ქომეთიანი
325 როინი მგალობლიშვილი
326 მერაბ ჩახუნაშვილი
327 დიტო წიკლაური
328 დიმიტრი ჩიტაია
329 ირაკლი მინაშვილი
330 დავით ბაქანიძე
331 გიორგი ცირეკიძე
332 თამაზ ზაქარიაძე
333 ვილი კაიფაჯიანი
334 კობა ბროძელი
335 პაატა ჩიკობაიძე
336 დავით ტოგონიძე
337 გელა ძამიაშვილი
338 დავით აბრამიშვილი
339 დავით ჩუბინიძე
340 ვარლამ თიგიშვილი
341 ვაჟა ჩხაიძე
342 ზურაბ ბაქანიძე
343 ალექსანდრე წულუკიძე
344 მიშა მოდებაძე
345 მამუკა ნამგალაძე
346 გია გობეჯიშვილი
347 ალექსანდრე კვარაცხელია (სოჩიკა)
348 ანზორი გველესიანი
349 ნოდარ ნადარეიშვილი
350 კახა კობრეიშვილი
351 თემურ დონაძე
352 ბექა აფციაური
353 ლაშა სიხარულიძე
354 აპიკ თათუროსიანი
355 ლაშა ლიქოკელი
356 თემურ ლიქოკელი
357 ბაჩო გაფრინდაშვილი
358 გიორგი ექიზაშვილი
359 გიორგი ჭელიძე
360 გიორგი კაკაბაძე (კიჭა)
361 გიორგი სოსელია
362 ოთარ მინაშვილი
363 რატი გეგეშიძე
364 ზურაბ პინაიშვილი (პინა)
365 გოჩა გობეჯიშვილი
366 გოგიტა იაკობიძე
367 გია ამირხანაშვილი (ამირხანა)
368 ირაკლი ჩხიკვაძე (ქარიშხალა)
369 კახა მაჩიტიძე (ჩიჩმია)
370 გიორგი ჩუბინიძე (კიჭი)
371 ემზარ ძაგნიძე
372 გიორგი მჟავანაძე
373 ნიკოლოზ წიქარიძე
374 არჩილ ქავთარაშვილი (სტეჩკინა)
375 მიხეილ ჩაჩუა
376 დათო საკანდელიძე
377 კახა გიუნაშვილი
378 კახა ბოკელავაძე
379 ლევან ლავერაშვილი
380 ზაალ ლეჟავა
381 ზურა კიკაჩეიშვილი
382 გიორგი მაღლაკელიძე
383 დურუ ხუჭუა
384 გურამ კიკაბიძე
385 ილია ანთაძე
386 რევაზ გოცირიძე
387 გენადი კავთიაშვილი
388 გელა ფირცხალავა
389 დავით მხეიძე
390 ლაშა გაბრიჭიძე
391 გიორგი ფერაძე
392 ხვიჩა გეგელია
393 მიხეილ კვარაცხელია
394 გოგლა ღვინიაშვილი
395 დიმიტრი ჭურღულია
396 ზვიად კობერიძე
397 ნიკა მხეიძე
398 გიორგი ტრაპაიძე
399 ალექსანდრე მამალაძე
400 ბობა კვინიხიძე

სხვა სტატიები