Belive

ირაკლი გეგენავა | "ასეთი ფონი ქართულ რაგბს აზიანებს"

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს 7-კაცა ნაკრების ყოფილი მორაგბე ირაკლი გეგენავა გულდაწყვეტილია იმ ფონით, რომელიც რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო შეიქმნა. ის იმედოვნებს, რომ დაპირისპირება დასრულდება და ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცევა: "არჩევნების პროცესი ძალიან გაიწელა და მას თან ახლავს ცუდი ფონი, რაც ძალიან საწყენია. დიდი ხანია რაგბს ვთამაშობ და ორივე მხარეს უამრავი მეგობარი მყავს. გული მტკივა როდესაც ვუყურებ აგრესიას და შეურაცხმყოფელ შეძახილებს ვეტერანი მორაგბეების მიმართ. ეს ჩემთვის მიუღებელია და ვიმედოვნებ, უახლოეს პერიოდში ყველა დამშვიდდება და მოხდება გაერთიანება." "პირადად ვიცნობ იმ სამივე კანდიდატს, რომლებიც პირველ არჩევნებზე დარეგისტრირდნენ და რაგბისთვის სამივეს ბევრი კარგი აქვს გაკეთებული. რომელიმე მათგანის მხარდაჭერა იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენებს ვუპირისპირდები და მნიშვნელოვანია ეს ყველამ გაიაზროს." "სოსო ტყემალაძე ახლახანს გავიცანი და ძალიან კარგი მესიჯით მოდის. ის ცდილობს არეული სოტუაციის დალაგებას, რისი წინააღმდეგიც არავინ უნდა იყოს!"

სხვა სტატიები