Belive

ირაკლი ნატრიაშვილმა კარიერა დაასრულა

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" ირაკლი ნატრიაშვილმა კარიერა დაასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოსამშვიდობებელი პოსტი განთავსდა. მადლობა ირაკლი! დიდი 10-ის 2020-2021 წლის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში ვეტერანმა ბორჯღალოსანმა, რუსთავის "ხარების" კვაჭმა, ირაკლი ნატრიაშვილმა სპორტული კარიერა დაასრულა! 2006-2015 წლებში ირაკლიმ "ბორჯღალოსნების" რიგებში 40 კეპი მოიხვეჭა და 4 ლელო გაიტანა! 2011-13 წლებში თამაშობდა "ბრივში", 2015-2016 იასპარეზა "კლერმონისა" და "ტულონის" რიგებში. 2016-ში რუმინეთში, "ბაია მარეს" რიგებში ირიცხებოდა, ხოლო კარიერის ბოლო რამდენიმე სეზონი მშობლიურ რუსთავის "ხარებში" გაატარა.
222

ქართული რაგბის სახელით მადლობას ვუხდით ირაკლი ნატრიაშვილს ბრწყინვალე კარიერის ყოველი წუთისთვის! #მადლობაირაკლი 🏉 წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი