Belive

ისტორიული მატჩის წინ - იტალიამ საქართველოს რეიტინგში გადაუსწრო

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
რაგბის საზაფხულო ტესტ-მატჩები დასკვნით ფაზაში შედის. შაბათ-კვირას (2-3 ივლისს) ტესტ-მატჩები გაიმართა, ხოლო ორშაბათს კი მსოფლიო რეიტინგი განახლდა, სადაც შემდეგი სურათი დაგვხვდა: მსოფლიო რეიტინგის სათავეშია სამხრეთ აფრიკის ნაკრები 90.61 ქულით. მსოფლიო რეიტინგის მე-2 ადგილს ახალი ზელანდია იკავებს, რომელმაც შაბათს, ირლანდიის ნაკრები 42:19 დაამარცხა. ამ გამარჯვებით "ოლ ბლექსმა" 0.97 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მესამე პოზიციიდან მეორეზე აღზევდა. მსოფლიო რეიტინგის მეორე ადგილიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა საფრანგეთმა, რომელსაც ახლა 89.24 სარეიტინგო ქულა აქვს. მეხუთე ადგილიდან მეექვსე ადგილზე დაქვეითდა ინგლისი, რომელსაც ახლა 83.64 სარეიტინგო ქულა აქვს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, “ბორჯღალოსნები” მსოფლიო რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდნენ, ეს დაქვეითება მხოლოდ იმან გამოიწვია, რომ იტალიის ნაკრებმა ბოლო ტესტ-მატჩში რუმინეთი 13:45 დაამარცხა და 1.05 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. ახლა "ბორჯღალოსნები" 73.78 სარეიტინგო ქულით მე-13 პოზიციაზე იმყოფებიან, იტალიელები კი 74.02 სარეიტინგო ქულით მე-12 პოზიციაზე გადავიდნენ. შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს, ბათუმში, საქართველოსა და იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება შედგება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს.
სტატიაში გამოყენებული საქართველოს ნაკრების ფოტოს ავტორია - ლევან ვერძეული. 

სხვა სტატიები