Belive

იტალიის ეროვნული ნაკრების მორაგბე საკუთარ ქვეყანას კორონავირუსის დამარცხებაში ეხმარება

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
იტალიური "ზებრესა" და იტალიის ეროვნული ნაკრების 27 წლის მორკინალი - მაქსიმ მბანდა, საკუთარ ქვეყანას კორონავირუსის დამარცხებაში ეხმარება. მას სამედიცინო განათლება არ აქვს, თუმცა იგი შეიარაღდა სრული დამცვავი აღჭურვილობით და წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად, სამედიცინო დახმარების მძღოლად მუშაობს. "მე 8 დღის წინ დავიწყე, შეუსვენებლად და 12-13 საათიანი გრაფიკით. როდესაც დაინფიცირებულებით სავსე პალატებს ვხედავდი მე ვუთხარი ჩემს თავს, რომ არ უნდა დავღლილიყავი. შიში ნორმალურია, მაგრამ არის პატარა დეტალები, რაც შეგვიძლია უსაფრთხოდ ვქნათ, რომ წინა ხაზებზე მებრძოლებს ნახევარსაათიანი ან საათიანი შესვენება ვაჩუქოთ. მათთვის ეს გადამწყვეტია. სანამ ძლიერი ვარ მე ამას გავაგრძელებ. აქ ვარ და აქ ვრჩები".- განაცხადა იტალიელმა მორაგბემ.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები